in ,

რობოტი ხელთათმანი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის

რობოტი ხელთათმანი

ვინ შექმნა ხელთათმანი

როს ო’ჰენლონმა, ინჟინერმა ედინბურგიდან, შექმნა რობოტი ხელთათმანი, რომელიც ხელის კუნთის მოქმედების გასაძლიერებლად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს.

ინჟინერს გამოგონების იდეა მაშინ დაებადა, როდესაც დაინახა, გაფანტული სკლეროზის მქონე მამიდას როგორ უჭირდა ყოველდღიური ამოცანების შესრულება.

როგორ მუშაობს რობოტი ხელთათმანი

ხელთათმანი მფლობელის განზრახვას ელექტრომიოგრაფიის პროცესის მეშვეობით ადგენს. ის ელექტრულ აქტივობას ზომავს, რომელიც ნერვული სტიმულაციის საპასუხოდ წარმოიქმნება. რის შემდეგაც იყენებს ალგორითმს, რომ განზრახვა მოქმედებაში გარდაქმნას.

ახალი ტექნოლოგიის შემქნელი იმედოვნებს, რომ ხელთათმანი მილიონობით ადამიანს დაეხმარება სხვადასხვა ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაში.

ხელთათმანი შოტლანდიური სტარტაპის BioLiberty-ის პირველი პროდუქტია, რომლის დამფუძნებელიც როს ო’ჰენლონია, სამ სხვა ინჟინერთან ერთად.

„ჩვენ დამოუკიდებელი ცხოვრების წესისა და ჯანმრთელი დაბერების მხარდაჭერა გვსურდა, ადამიანებს სახლში უფრო კომფორტულად ცხოვრების შესაძლებლობას მივცემთ.“

ინჟინერი როს ო’ჰენლონი

წყარო: bbc.com

იხილეთ ტექნოლოგიური სხვა სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

მეცნიერები „ჯადოსნურ ხალიჩას“ ქმნიან – უახლესი სამეცნიერო მიღწევები

ექსკლუზიური ინტერვიუ Miami Ad School Europe-ის აღმასრულებელ დირექტორთან