in , ,

მეცნიერები „ჯადოსნურ ხალიჩას“ ქმნიან – უახლესი სამეცნიერო მიღწევები

მსუბუქი ფრენა

პენსილვანიის უნივერსიტეტმა უახლესი სამეცნიერო მიღწევები წარმოგვიდგინა – ორი მცირე ზომის პლასტმასის ფირფიტის ჰაერში აწევა მხოლოდ სინათლის გამოყენებით შეძლეს.

გუნდმა პლასტმასის ორი პატარა ფირფიტის ფრენა ვაკუუმის ღრუში კაშკაშა LED ნათების ენერგიის მეშვეობით შეძლო.

ამ მოვლენას „ნამდვილ გარღვევას“ უწოდებს Wired, რადგან აქამდე იმავეს გაკეთება არცერთ მეცნიერს არ გამოუვიდა.

იგნოროსფერო

მეცნიერები პროდუქტის გაყიდვით არ არიან დაინტერესებულები. ისინი საკუთარი მიღწევის გამოყენებას, მეზოსფეროს, ატმოსფეროს მაღალი მდებარეობის, გამოსაკვლევად  აპირებენ. საგულისხმოა, რომ მისი შესწავლა საკმაოდ რთულია.

უახლესი მიღწევის შედეგად, მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ საფრენი სისტემის შემუშავებას შეძლებენ, რომელსაც მცირე ზომის სენსორების მეზოსფეროში გადატანა შეეძლება. ამ ყოველივეს კი მსუბუქი ენერგიის მქონე საფრენი ტექნოლოგიით მიაღწევენ.

უახლესი სამეცნიერო მიღწევები მარსზე ფრენისათვის გამოდგება

მარსის შესასწავლად NASA-ც კი დაინტერესდა ამ  ტექნოლოგიის პოტენციური გამოყენებით. მით უმეტეს, რომ წითელი პლანეტის ატმოსფეროს წნევა და დედამიწის მეზოსფეროს წნევა ერთმანეთს ემთხვევა. შესაბამისად,  ახალი საფრენი ტექნოლოგია მარსიდან ტემპერატურისა და შემადგენლობის შესახებ მონაცემების შეგროვების  შესაძლებლობას იძლევა.

წყარო: futurism.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

საკუთარ სხეულთან გაუცხოება – კორონავირუსის ყველაზე უცნაური სიმპტომი

რობოტი ხელთათმანი

რობოტი ხელთათმანი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის