in , ,

TikTok-ის პოპულარულობა დღითიდღე იზრდება

Photo Illustration: Dianna McDougall; Sources: Instagram, TikTok, Getty Images

TikTok-ის პოპულარულობა დღითიდღე იზრდება. მისი წინამორბედი Musical.ly საკმაოდ დიდი პოპულარულობით სარგებლობდა.

თუმცა აპლიკაციის შემქმნელი, ალექს ზუ, „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში აცხადებდა, რომ ჩინეთის აუდიტორია ძალიან მწირია წარმატებისათვის. 

​ცხადია, აუდიტორიაში ის არ გულისხმობდა, მხოლოდ რიცხვობრივ მაჩვენებელს, მთავარი აქცენტი მიზნობრიობაზე კეთდებოდა. სწორედ აქედან გამომდინარე, ალექს ზუ თვლიდა, რომ ოქროს აუდიტორიას ამერიკელი თინეიჯერები წარმოადგენენ. 

​როგორც გაირკვა, ცნობილი აპლიკაციის შემქმნელი მართალი აღმოჩნდა. TikTok-ად გარდაქმნის შემდეგ, აპლიკაციამ აშშ-ის ბაზარზე არნახულ წარმატებას მიაღწია.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ TikTok-ის პოპულარულობისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, ახალი კორონავირუსიც აღმოჩნდა.

როგორ იქცა კარანტინი ბიზნესის მეგობრად

TikTok ჯერჯერობით არ აქვეყნებს ოფიციალურ მონაცემებს, თუ როგორია მათი მომხმარებლების რაოდენობა. თუმცა არსებობს სხვა ანალიტიკური კომპანიების მონაცემები, რომელთა მიხედვითაც აპლიკაციის გამოყენება, პანდემიის პარალელურად, სწრაფად იზრდება. 

​აშშ-ის მაგალითზე, მხოლოდ 2020 წლის იანვარში, აპლიკაციის მომხმარებელთა რაოდენობა ახალგაზრდებში 22.2 მილიონით გაიზარდა. თებერვალში – 23.2 მილიონით, მარტში – 28.8 მილიონით, ხოლო აპრილში – 39.2 მილიონით.

აპლიკაციის გადმოწერის რაოდენობის მიხედვით კი, TikTok-მა 2020 წლის პირველ კვარტალში ყველა არსებული რეკორდი მოხსნა. დროის ამ მონაკვეთში 315 მილიონ გადმოწერაზე მეტი დაფიქსირდა.

აშშ-სთან ერთად აპლიკაცია პოპულარული მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახდა. ჩამოყალიბდა ე.წ. „ტიკტოკერთა“ თაობა, რომელთა უმეტესობა ამავდროულად თაობა Z-ს წარმოადგენენ.

ექსპერტთა მოსაზრებით, აპლიკაციის პოპულარულობა დიდწილად პანდემიამაც განაპირობა. ვინაიდან კორონავირუსის პირობებში ბევრმა ადამიანმა სამუშაო ადგილი დაკარგა, ან უბრალოდ სახლში ჩარჩა. შესაბამისად, მათთვის გართობის ახალ საშუალებად TikTok იქცა. 

ვინ არის TikTok-ის აუდიტორია და ღირს თუ არა რეკლამის განთავსება?

​კომპანიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, ლაურა პერესის განმარტებით, აპლიკაციის მომხმარებლები მხოლოდ ახალგაზრდები არ არიან. პერესის თქმით, ისინი გათვლას მილენიალებზე და უფროს თაობაზეც აკეთებენ. მისი თქმით, TikTok-ისთვის კონტენტს ქმნიან ოჯახები, სადაც ბავშვებთან ერთად, ცხადია მშობლებიც მოიაზრებიან. 

თუმცა, მარკეტერებისთვის დღემდე დიდი კითხვის ნიშანი რჩება – ღირს თუ არა TikTok-ზე რეკლამის განთავსება. მთავარი კითხვა კი, ძირითადად სამიზნე აუდიტორისკენაა მიმართული.

ამ დროისთვის, მარკეტერების მთავარი არგუმენტი შემდეგია – აპლიკაციის მომხმარებელთა უმრავლესობა ძალიან ახალგაზრდაა, შესაბამისად მათი მყიდველუნარიანობაც შედარებით დაბალია. 

​ყველაფრის მიუხედავად, ფაქტი ერთია – TikTok-ის პოპულარულობა დღითიდღე იზრდება, შესაბამისად, აუდიტორიაც კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება. აქედან გამომდინარე, აპლიკაციაში რეკლამის განთავსება, ბრენდებისთვის იმედისმომცემ შედეგებს გვპირდება. 

მომზადებულია adweek-ის მიხედვით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

მადონა ჯუღელი – “უნდა ეცადო რომ პაციენტთან გამჭირვალე იყო”

ექსკლუზიური ინტერვიუ Miami Ad School Europe-ის აღმასრულებელ დირექტორთან