საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ბინებისა და აპარტამენტების გამქირავებლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.
რეკომენდებულია პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის თვალსაჩინო ადგილას განთავსება; სტუმრის მიერ გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერის გამოყოფა, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პაკეტი; სტუმრის გასვლის შემდგომი პროცედურის დაცვა; დეზინფექცია, 4-საათიანი განიავება; დალაგება; დასუფთავება;
დალაგების დროს პერსონალური საშუალებების გამოყენება; დალაგების დაწყების წინ და დასრულების შემდეგ ხელების დაბანა საპნითა და წყლით 20 წამის განმავლობაში ან 70 პროცენტიანი ალკოჰოლის შემცველი ჰიგიენური საშუალებების გამოყენება; ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;
ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და დაბინძურებადი სივრცეების პერიოდული დასუთავება-დეზინფექცია; რბილი ავეჯისა და იატაკის წმენდა სპეციალური საშუალებებით, ყოველი ხმარების შემდეგ მტვერსასრუტის გაწმენდა სადეზინფექციო საშუალებებით;
გამოყენებული თეთრეულისა და პირსახოცების მოგროვება სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილ ტომარაში, მათი იატაკზე მოგროვება, დაბერტყვა, შეფუთვის გარეშე ტრანსპორტირება რისკის შემცველია;
თეთრეულის გარეცხვა არანაკლებ 60 გრადუსი ცელსიუსით ტემპერატურის წყლით და სათანადო სარეცხი საშუალებების კომბინაციით; მტვრისა და მიკროორგანიზმების ჰაერში ან სუფთა ზედაპირზე მოხვედრის გამოსარიცხად მშრალი დაგვისა და მტვრის გადაწმენდის ნაცვლად, უმჯობესია, სველი წესით დასუფთავება-დეზინფექცია;
სასურველია სტუმრის მიღებისა და გასვლის დისტანციური სისტემის დანერგვა;
აღნიშნული რეგულაციები საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ჯანდაცვის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადდა.
Loading…