in

ტურიზმის ორგანიზაცია – სივრცე თქვენი განათლებისთვის

ტურიზმის ორგანიზაცია ტურიზმის სექტორში განათლების მიღების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. კომპანია ორი წელია ფუნქციონირებს და ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის ნდობა უკვე დაიმსახურა. საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ტრენინგებისა და მასტერკლასების ორგანიზება ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის.

კომპანიამ საწყის ეტაპზევე შეიმუშავა ხარისხის კონტროლის მექანიზმი, შესაბამისად, ვიდრე თითოეული ტრენინგი მომხმარებლამდე მივა, მას ტურიზმის ექსპერტები ამოწმებენ.

ტურიზმის ორგანიზაციის შესახებ დეტალურად ვესაუბრეთ მათ დამფუძნებლებს.

რა მექანიზმით მუშაობს თქვენი კომპანია?

ჩვენი კომპანია მუშაობს შემდეგი პრინციპით – გავზარდოთ ხელმისაწვდომობა ტურიზმის სფეროში განათლების მიღებაზე. აქედან გამომდინარე, გვაქვს როგორც უფასო, ისე ფასიანი ტრენინგები, რაც საშუალებას გვაძლევს,  ფართო სეგმენტი მოვიცვათ. ასევე ჩვენთვის თეორიულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებაც, ამიტომ თითოეული ტრენინგი გაჯერებულია ამ კომპონენტით. ჩვენი პრაქტიკოსი ტრენერები მუდმივად ცდილობენ ბაზარზე არსებული გამოწვევების დაკმაყოფილებას, რაც საერთო ჯამში, კომპანიაზე დადებით გავლენას ახდენს.  

რა გახდა თქვენი მოტივაცია, დაგეარსებინათ მსგავსი ტიპის კომპანია?

ათწლიანმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ, როგორც გამყვან – შემომყვან და შიდა ტურიზმში, დაგვანახა, რომ ბაზარზე არ არსებობდა პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. შესაბამისად, გაგვიჩნდა იდეა, გაგვეკეთებინა ტრენინგცენტრი – დაკომპლექტებული პრაქტიკოსი ტრენერებით, რომლებიც დამსწრეებს გაუზიარებდნენ თავიანთ პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია თეორიულ განათლებასთან ერთად.

რა სირთულეების გადალახვამ მოგიწიათ იდეაზე მუშაობის პერიოდში?

უნდა ითქვას, რომ სირთულეები მეორეხარისხოვანი იყო, რადგან ბაზარზე ნიშური პროდუქტით შემოვედით, რომელშიც დარგის პრაქტიკოს ადამიანთა გუნდი შემოგვიერთდა. ისინი არიან მოქმედი კომპანიის მენეჯერები, მფლობელები და წამყვანი სპეციალისტები. სწორედ ასეთი პრაქტიკოსი ტრენერების გვერდში დგომის გამო, ჩვენ სირთულეებზე არც გვიფიქრია. ვმოქმედებთ ჩვენი გეგმისა და იდეების მიხედვით.

რით არის თქვენი ორგანიზაცია გამორჩეული? რა არის ის ნიშა, რაც თქვენს  ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს?

ჩვენი ორგანიზაცია გამორჩეულია იმ კონტენტითა და ადამიანური რესურსებით, რაც მას გააჩნია. როგორც მოგახსენეთ, ჩვენი ყველა ტრენინგი ჩასახვის დღიდან მომხმარებლამდე მისვლამდე, დიდ გზას გადის, სადაც ხდება მისი დამუშავება და ხარისხიან პროდუქტად ქცევა. ჩვენთვის მომხმარებელი უპირველესია, შესაბამისად, მთელი გუნდი ვცდილობთ, ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ, მოვერგოთ მათ საჭიროებებს და შეძლებისდაგვარად მივაწოდოთ სასურველი პროდუქტი. 

მიგვაჩნია, რომ ჩვენი მოწვეული ტრენერები არიან კომპანიის მთავარი სიმდიდრე, რადგან ისინი წარმოადგენენ წარმატებული ასოციაციებსა და ორგანიზაციებს. მათი ცოდნა და გამოცდილება საკმაოდ სიღრმისეული და მნიშვნელოვანია. 

გარდა ამისა, ტურიზმის ორგანიზაცია გამოირჩევა ინოვაციურობით – მუდმივად ვცდილობთ, შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც აქამდე სხვას არ შეუქმნია, სწორედ ასეთი პროდუქტები გახლავთ “შემომყვანი ტურიზმი” და “სოფლის ტურიზმი”, რომლებსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ კომპანია წარმატებული გახდეს?

კომპანია წარმატებული რომ გახდეს, უნდა გჯეროდეს, რასაც აკეთებ, მზად იყო წარუმატებლობისთვისაც კი და ბოლომდე უნდა იბრძოლო წარმატების მისაღწევად.

რა გავლენა მოახდინა პანდემიამ თქვენს ბიზნესზე, როგორ გაუმკლავდით ამ გამოწვევას?

პანდემია, ყველას მსგავსად, ჩვენც შეგვეხო. საწყის ეტაპზე, არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა, როგორ მოვქცეულიყავით, რადგან კარანტინის მკაცრი პირობები ჩვენს საქმიანობაზე პირდაპირ აისახა. რთული ორი კვირის შემდეგ, მივხვდით, რომ საჭირო იყო ცვლილებები, რადგან არსებული რეალობა არ გვაძლევდა შეჩერების საშუალებას. კომპანიამ უმოკლეს დროში მიიღო გადაწყვეტილება, საქმიანობა დისტანციურ რეჟიმში გაეგრძელებინა და ონლაინ ტრენინგები დავიწყეთ. ჩვენი პირველი ნაბიჯი ამ გზაზე “სოფლის ტურიზმი” აღმოჩნდა, რომელმაც დაგვიბრუნა მომავლის იმედი არამხოლოდ ჩვენ, არამედ იმ ადამიანებს, ვინც ტრენინგს დაესწრო. ამ წარმატებამ მოგვცა მოტივაცია და დღეს ჩვენს მომხმარებელს “გასტრონომიული ტურიზმის” ონლაინტრენინგს ვთავაზობთ. უახლოეს მომავალში კი “შემომყვანი ტურიზმის“ ონლაინ ტრენინგს შევთავაზებთ.       

მოგვიყევით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ, რას გეგმავთ მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში?

უახლოეს პერიოდში, ტურიზმის ორგანიზაცია გეგმავს ახალი ონლაინტრენინგების დამატებას ტურიზმის სხვადასხვა საინტერესო, აქტუალურ და საჭირო თემაზე, როგორებიცაა შემომყანი ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, შიდა ტურიზმის კონკრეტული მიმართულებები და ა.შ. იგეგმება ასევე მასტერკლასები (როგორც ფასიანი, ისე უფასო) და ვებინარები. გარდა ამისა, ვგეგმავთ, დავამატოთ კორპორატიული ტრენინგები, რომელიც მორგებული იქნება დამკვეთის მოთხოვნასა და საჭიროებებზე;

რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ ბიზნესს საგანმანათლებლო სფეროში?

ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, ორგანიზაცია უნდა იყოს ვიწრო პროფილის და ნიშური. ასევე აუცილებლად უნდა მოიცავდეს პრაქტიკულ ჩართულობას, რომლის გარეშეც ხარისხიანი ცოდნის წაღება შეუძლებელია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

მიხეილ ჭაბუკაშვილი – „სხვა გზა არ არის“

ხელნაკეთი ნაქარგი საყელოები, წინდები და თმის აქსესუარები ლილესგან