in

#სტარტაპი Lola`s sweets – ლოლას ტკბილი სამზარეულო

ნატურალური პროდუქტი, ინდივიდუალური შეკვეთა, ტკბილი ყუთები ბავშვებისთვის – ეს ის ძირითადი მახასიათებლებია, რომლითაც სტარტაპმა Lola`s sweets მომხმარებლის ყურადღება დაიმსახურა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ლოლა ჭელიძე Venue.-სთან ინტერვიუში ამბობს, სტარტაპი 2019 წელს დაარსდა და ყველაზე მთავარი სირთულე, რაც საქმიანობის პერიოდში გამოიკვეთა, სოციალური მედიის არცოდნა იყო. ლოლას ტკბილი სამზარეულო ამ ეტაპზე, კომერციულ საქმიანობას ეწევა, თუმცა გრძელვადიანი გეგმის მიხედვით, კომპანიის დამფუძნებელი სოციალური საწარმოს გაკეთებას გეგმავს.

​მონაწილეობა მივიღე „თბილისი მოლში“ მოწყობილ სამეწარმეო გამოფენაზე და საახალწლო გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე და ორბელიანის მოედანზე გაიმართა. ვატარებდი მასტერკლასს – ორცხობილების მოხატვა.

როგორ მიხვედით ამ სტარტაპის იდეამდე?

ბავშვობიდან ვაცხობდი, თუმცა პროფესიული ცოდნა თბილისის მერიის მოკლევადიანი კურსის გავლის შემდეგ მივიღე. გარდა ამისა, ორი წლის განმავლობაში ვიმუშავე ერთ-ერთ კაფეში და იქ გადავწყვიტე ჩემი საქმე დამეწყო.

რა პრინციპით შეარჩიეთ სახელი?

სამეგობროში მეძახდნენ ტკბილ ლოლას. გამოკითხვა ჩავატარე სოციალურ ქსელში და ხმათა უმრავლესობით ეს სახელი შევარჩიეთ.

რამდენი ადამიანი მუშაობს ამ პროექტზე?

ჯერჯერობით ორი ადამიანი.

რა სირთულეები შეგხვდათ სტარტაპზე მუშაობის პერიოდში?

სოციალური ქსელის არცოდნა.

რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ სტარტაპი წარმატებული გახდეს?

სწორი და კრეატიული ინფორმაციის მიწოდება, ასევე – გამართული ინტერნეტგვერდი.

როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტაპის დაწყების დროს: იდეა, ადამიანური რესურსი თუ დაფინანსება?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იდეა. იდეა თუ სწორია და ხალხისთვის მოსაწონი, მერე ფინანსები და ბოლოს ადამიანური რესურსი.

აპირებთ თუ არა ბიზნესის გაფართოებას?

ბიზნესს აუცილებლად გავაფართოვებ. უამრავი იდეა მაქვს, რომელთაც აუცილებლად განვახორციელებ.

რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ბიზნესი გააფართოვოთ?

ბევრი შეკვეთა და ცნობადობა.

თქვენი გეგმა რა არის მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში?

მოკლევადიანი გეგმაა, რომ ჩემი პროდუქტი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიცნოს. გარდა ამისა, ძალიან მინდა, გავაკეთო სოციალური საწარმო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის და ვასწავლო მარციპანის წერძვა. 

რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთი იდეის სტარტაპად გადაქცევას?

იდეა სწორად უნდა დაგეგმონ. ჯერ შეისწავლონ საქმე, იპოვონ სამსახური, სადაც ახალ ნასწავლ საქმეს პრაქტიკაში  გამოცდიან და როდესაც დარწმუნდებიან, რომ თავიანთი საქმის დამოუკიდებლად დაწყებას შეძლებენ, ამის შემდეგ დაიწყონ იდეის განხორციელება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Trinity Education – საკონსულტაციო სააგენტო უცხოეთში სწავლის მსურველთათვის

მიხეილ ჭაბუკაშვილი – „სხვა გზა არ არის“