in

Trinity Education – საკონსულტაციო სააგენტო უცხოეთში სწავლის მსურველთათვის

თუ საზღვარგარეთ სწავლას გეგმავთ და ჯერ არ იცით, რა პრინციპით შეარჩიოთ სასწავლებელი, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ Trinity Education-ს. საკონსულტაციო ცენტრი დაგეხმარებათ უცხოური უნივერსიტეტისა და აკადემიური პროგრამის შერჩევაში. გარდა ამისა, Trinity Education-ში შეგიძლიათ, შეისწავლოთ ინგლისური ენა და მოემზადოთ საერთაშორისო გამოცდებისთვის.

რა მომსახურებებს სთავაზობს კომპანია მომხმარებლებს და როგორ მიაღწია წარმატებას განათლების სფეროში, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია Venue.-ს მისმა დამფუძნებლებმა მიაწოდეს.

რა საქმიანობას ეწევა თქვენი კომპანია და როდის დაიწყო მუშაობა?

ჩვენი სააგენტო მუშაობს აკადემიური ქონსალთინგის (ე.წ. college counseling) მიმართულებით და წარმოადგენს ინგლისური ენის ცენტრსაც, სადაც 2019 წლიდან სასწავლო პროცესს უძღვებიან მხოლოდ მაღალკვალიფიციური ინგლისურენოვანი პედაგოგები.

ჩვენი სააგენტო გახლავთ ოფიციალური პარტნიორი მსოფლიოს მთელი რიგი წამყვანი უნივერსიტეტების, ბიზნესსკოლებისა და კერძო სკოლა-პანსიონების, სადაც ჩვენი მოსწავლეები წარმატებით აბარებენ და სასწავლო სტიპენდიებსაც მოიპოვებენ.

საშუალო განათლების კუთხით, გვაქვს პატივი, საქართველოში წარმოვადგენდეთ ყველა დროის ისეთ პრესტიჟულ და მაღალრეიტინგულ სასწავლებლებს, როგორებიცაა ბრიტანული Harrow School (ზაფხულისა და მოკლევადიანი კურსებით), აშშ-ში მდებარე IMG Academy და სხვ.

რა მექანიზმით მუშაობს თქვენი ბიზნესი, დეტალურად რომ აღგვიწეროთ.

მომხმარებლებს ვუწევთ ინდივიდუალურ კონსულტაციას უცხოეთში სწავლის თაობაზე და კონკრეტული კრიტერიუმების გათვალისწინებით (რეიტინგი, მდებარეობა, სწავლის საფასური, ა.შ.), ვურჩევთ შესაბამის აკადემიურ პროგრამებს (საბაკალავრო,  სამაგისტრო, ა.შ.), კერძო სკოლა-პანსიონებს, უნივერსიტეტებსა და ბიზნესსკოლებს, ასევე ვამზადებთ ჩარიცხვისა და სასტიპენდიო აპლიკაციებს.

მოკლევადიანი პროგრამებიდან 13-17 წლის მოსწავლეებს ვთავაზობთ ზაფხულის სკოლების უდიდეს არჩევანს ინგლისსა და ევროპის სახელმწიფოებში, ხოლო დასაქმებულ ადამიანებს – ე.წ. study-travel პროგრამებს, რომლებიც გულისხმობს სასურველ ლოკაციაზე დასვენების შეთავსებას ენის ინტენსიურ კურსთან და საინტერესო კულტურულ-სოციალურ აქტივობებთან.

როგორ მიხვედით ამ ბიზნესის შექმნის იდეამდე?

იდეა გაჩნდა საჭიროებიდან გამომდინარე. წლების წინ, მეც და უცხოეთში სწავლის მსურველმა ჩემმა არაერთმა მეგობარმა საკმაოდ დიდი დრო დავკარგეთ სწორი არჩევანის ძიებასა და ჩარიცხვაში. გამოიკვეთა დეფიციტი ხარისხიანი საკონსულტაციო სერვისისა, რომელიც არასაკმარისად ინფორმირებულ ან დატვირთული სამუშაო რეჟიმის მქონე ახალგაზრდას მინიმალურ დროში მაქსიმალურად სწორ და წარმატებულ არჩევანს გააკეთებინებდა.

რა სირთულეები შეგხვდათ კომპანიის დაფუძნების პერიოდში?

საწყის ეტაპზე, მთავარ სირთულეს წარმოადგენდა პირველი რამდენიმე სასწავლებლის წარმომადგენლობის მოპოვება, რადგან სკოლები და უნივერსიტეტები სააგენტოსთვის ოფიციალური პარტნიორობის მინიჭებამდე, ითხოვენ როგორც სხვა სასწავლებლების მიერ გაცემულ სარეკომენდაციო წერილებს, ასევე ICEF-ის სტატუსს, რომელიც, ჩვენ, როგორც აბსოლუტურად ახალ სააგენტოს, იმ ეტაპზე არ გვქონდა.

თუმცა სხვადასხვა მოწინავე სასწავლებელში წარმატებით ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის ზრდის პარალელურად, მალევე მოვიპოვეთ როგორც ICEF-ის სტატუსი, ასევე უამრავი დადებითი პროფესიული რეკომენდაცია, ექსკლუზიური პარტნიორობა და უმთავრესად კი, მომხმარებლების, ასევე, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების ნდობა.

რით არის თქვენი სააგენტო გამორჩეული? რა არის ის ნიშა, რაც თქვენს ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს?

ჩვენი კანდიდატების აპლიკაციებზე მუშაობენ კონსულტანტები, რომლებმაც საგანმანათლებლო ქონსალთინგის პროფესიული ცოდნის გარდა, თავად გაიარეს უცხოეთში სასწავლებლად გამგზავრებისა და სწავლის ყველა ეტაპი. ამასთანავე, ვმუშაობთ როგორც პარტნიორ, ასევე არაპარტნიორ სასწავლებლებთან და ჩვენი სპეციალიზებული, Oxbridge სერვისით მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მოიპოვონ უპირობო ჩარიცხვა სტიპენდიებით აშშ-ს Ivy League-სა და ბრიტანეთის Russell ჯგუფის უნივერსიტეტებში.

რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ბიზნესი წარმატებული გახდეს?

წარმატების განმაპირობებელ მთელ რიგ ფაქტორთაგან შრომისუნარიანობისა და მოტივირებული გუნდის გარდა, უმთავრესია მიზნების, სტრატეგიისა და კონკრეტულ ბაზარზე არსებული მოთხოვნა-საჭიროებების თანხვედრა.

როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტაპის დაწყების დროს: იდეა, ადამიანური რესურსი თუ დაფინანსება?

ყველაფერი იწყება იდეით, რომლის დროული და წარმატებული განხორციელებაც დამოკიდებულია სწორად შერჩეული ადამიანური რესურსის ეფექტურ მუშაობაზე. დაფინანსების არსებობა, რა თქმა უნდა, სასურველია, თუმცა არა გადამწყვეტი.

აპირებთ თუ არა ბიზნესის გაფართოებას?

ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ და მეტად გავაუმჯობესოთ საკონსულტაციო სერვისის ხარისხი, რათა მომხმარებლების რაოდენობის სწრაფი ზრდის პარალელურად, არ შევამციროთ თითოეული მომხმარებლის აპლიკაციისათვის განსაზღვრული დრო და ყურადღება. ამასთანავე, გეგმაში გვაქვს, მომხმარებლებს შევთავაზოთ კიდევ უფრო მეტი ევროპული უნივერსიტეტისა და ბიზნესსკოლის აკადემიური კურსები.

რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთი იდეის სტარტაპად გადაქცევას?

სტარტაპის დაფუძნება მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ, იდეა ა) ბაზარზე უკვე არსებული სერვისის/პროდუქტის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას ემსახურება ან, ბ) აბსოლუტური სიახლის, ინოვაციის შექმნას გულისხმობს.

ასევე, არსებული უამრავი შესაძლებლობის პირობებში, რომელშიც საკმაოდ ადვილია იდეურად ან მიზნობრივად გაფანტვა, საჭიროა მკაფიო და დროში გაწერილი მიზნის დასახვა და არჩეული სტრატეგიით სასურველი კონკრეტული მიმართულებისკენ სტაბილური სვლა.

ამასთანავე, მიმდინარე პროცესებმა ყველას დაგვანახა, რაოდენ მნიშვნელოვანია ცვალებად გარემოში მოთხოვნა-მიწოდების სტაბილიზაციისთვის ბიზნესის საოპერაციო მხარის გამართულობა, მოქნილობა და სისტემურობა, რომელიც ყოველგვარი ზედმეტი ან არაეფექტურად გამოყენებადი რესურსის არსებობას გამორიცხავს.

ვიზიტი დიდ ბრიტანეთში

ფიქრობთ, რომ ონლაინგანათლებამ შეიძლება, ჩაანაცვლოს კამპუსური სისტემა?

სრული ჩანაცვლება ნაკლებად სავარაუდოა. ონლაინრეჟიმში სამაგისტრო კურსის გავლის მსურველები უმეტესად გახლავთ ან დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც კარიერის უწყვეტად სურთ ხარისხის ამაღლება, ან მომხმარებლები, რომლებსაც ხარისხის მოპოვება დამატებითი ხარჯების (მაგ. საცხოვრებლის, რომელიც ზოგ სახელმწიფოში სამაგისტრო კურსის საფასურს უტოლდება) დაზოგვით სურთ.

ხოლო ისინი, ვინც სასტიპენდიო კონკურსებში იმარჯვებენ ან მზად არიან საკუთარი სახსრები გაიღონ სამაგისტრო კურსის დამატებით მნიშვნელოვანი ღირებულებებისთვის, (მაგ. ადგილზე სტაჟირებები, ნახევარგანაკვეთზე მუშაობა, ცოცხალი კომუნიკაცია ლექტორებთან, ე.წ. ნეთვორქინგი მომავალ კოლეგებთან, ა.შ.), სამომავლოდაც კამპუსურ ფორმატს მიანიჭებენ უპირატესობას.

საგულისხმოა ისიც, რომ ონლაინსამაგისტრო კურსის შედეგად მინიჭებული დიპლომი აბსოლუტურად იდენტურია იმისა, რასაც ადგილზე კურსის გავლის შემთხვევაში მიიღებდით. ამასთანავე, ბევრი კერძო ბიზნესსკოლა გვთავაზობს ძალიან მოქნილ სისტემას, რომელიც აკადემიური წლის განმავლობაში გულისხმობს კამპუსური და ონლაინფორმატის კომბინირებას. მულტიკამპუსური ბიზნესსკოლების სტუდენტებს კი ონლაინ ფორმატის პარალელურად, შეუძლიათ სემესტრულად იცვალონ სახელმწიფოები.

მოდულარული სისტემა ახასიათებს ე.წ. executive სამაგისტრო პროგრამებსაც, რომლის განმავლობაშიც მომხმარებლებს ონლაინსწავლების პარალელურად, შეუძლიათ 4-6 კვირა კამპუსზე დაჰყონ.

არჩევანი დიდია და სტუდენტები სწორედ დროული და სწორი აკადემიური გადაწყვეტილებებისთვის მიმართავენ ჩვენს მსგავს სააგენტოებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ​

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

საცურაო აუზები და სპორტ-კომპლექსები, რომლებიც უკვე გაიხსნა

#სტარტაპი Lola`s sweets – ლოლას ტკბილი სამზარეულო