საქართველოში ამერიკული Cameo-ს მსგავსი ვებგვერდი შეიქმნა, რომლის საშუალებითაც, შეგიძლია ქართველ “სელებრითებს” 1-დან 2 წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეოც ჩააწერინო.
“შეუკვეთე ვიდეო ცნობილ ადამიანს ნებისმიერი მოვლენის აღსანიშნავად #დაბადებისდღე #ქორწილი #ხელისთხოვნა #კითხვა #რჩევა”, – ვკითხულობთ Celeb.ge-ზე.
საიტზე ქართველი ცნობილი სახეები უკვე დარეგისტრირდნენ. მაგალითად, უკვე შეგიძლია 99-ლარიანი რჩევა ან მილოცვა მიიღო ისეთი ვარსკვლავისგან, როგორიცაა გიორგი ყიფშიძე, ნანუკა გულუა, ნოდიკო ტატიშვილი, ლექს-სენი, ნინი ბადურაშვილი, ჯულიეტა ბარ გნარი და ა.შ. Celeb.ge-ზე ამ დროისთვის 40-მდე ცნობილი სახეა დარეგისტრირებული ტელევიზიის, თეატრის, კინოს, მუსიკის, ხელოვნების, მოდის და სპორტის კატეგორიებიდან.
in ამბები, ინფლუენსერი
Loading…