ნებისმიერი ტიპის კოვიდვქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება უპირობოდ საქარველოში შემოსვლა. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
რაც შეეხება არავაქცინირებულ ვიზიტორებს, ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, ამავე ქვეყნებიდან და ტრანზიტულად ვინც შემოდის საქართველოში, შესაძლებლობა ექნებათ, ქვეყანაში შემოვიდნენ ბოლო 72 საათში გაკეთებული პისიარ ტესტის ნეგატიური პასუხით. ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ კი, მესამე დღეს სავალდებულოდ ჩაიტარონ პისიარ ტესტი.
აქამდე არსებული რეგულაციებით, უცხოეთის მოქალაქის საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში, აუცილებელი იყო, რომ მოქალაქეს სავალდებულო კარანტინი გაევლო.
Loading…