in

ახალგაზრდა ევროპელი ელჩობიდან – EaP Civil Society Facility-ის ექსპერტობამდე – ვინ არის მარიამ ხუროშვილი

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის (Eastern Partnership Civil Society Facility) პროგრამა დაწყო 2017 წელს და აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი, აზერბაიჯნი, სომხეთი) ახალგაზრდა ლიდერების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. პროგრამის სტიპენდიის (Fellowship) ფარგლებში 80-მა ახალგაზრდა ლიდერმა (EaP Fellow) მიიღო სტიპენდია (5,000 ევრო), საკუთარი პროექტის განსახორციელებლად. თემატიკა მოიცავდა ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: კვლევა, ადგილობრივი საჯარო ადმინისტრაციის მონიტორინგი, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებები, ახალგაზრდების გაძლიერება, საგზაო უსაფრთხოება, ელექტრონული მმართველობა და ა.შ.
სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მიზნით, პროგრამა ატარებს ყოველწლიურ ჰაკათონებს, ვებინარებსა და ელექტრონულ საგანმანათლებლო პროგრამებს. ამასთანავე, ახალგაზრდა ლიდერების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, პროგრამა მართავს ყოველწლიურ შეხვედრებს ბრიუსელსა და კიევში. დამატებით, შიდა კონკურსის საფუძველზე და ახალგაზრდების პროფილის შესამისად, აფინანსებს მათ სხვადასხვა კონფერენციაზე მონაწილეობას.

ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა, მარიამ ხუროშვილმა, ჩვენთან პროექტის მიმდინარეობისას მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა:

“მე შევუერთდი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროგრამას 2017 წელს, როგორც სტიპენდიატი (fellow). კვლევითი პროექტის ფარგლებში ვაკვირდებოდი თბილისის მერიას – ახალგაზრდული, გენდერული და გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიმართულებით.
მიღებული მაქვს მონაწილეობა თითქმის ყველა ყოველწლიურ შეხვედრაზე ბრიუსელსა და კიევში.


პროგრამის დაფინანსებით, დავესწარი ჰელსინკის 2019 წლის მედია კონფერენციას.
შიდა კონკურსის საფუძველზე ჩემმა გუნდმა მოიპოვა დაფინანსება და 2020 წლის იანვრიდან-დეკემბრის ჩათვლით განვახორციელეთ რეგიონული პროექტი: „ახალგაზრდების ჩართულობა გარემოსდაცვით საკითხებში საქართველოსა და უკრაინაში.“ ჩვენ ჩავატარეთ სხვადასხვა სახის კვლევითი, საგანმანათლებლო, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული კამპანია და საველე ვიზიტი. ამასთანავე, გავმართეთ დასუფთავების და გამწვანების აქციები. პროექტმა მოიცვა 120-მდე ახალგაზრდა საქართველოსა და უკრაინის შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, კიევი, ლვოვი და კრივოი როგი. სტუდენტებისა და აქტივისტების გარდა, პროექტში აქტიურად ჩაერთნენ უმაღლესი დონის წარმომადგენლები, ევროკავშირის დელეგაციები საქართველოსა და უკრაინაში, ევროკავშირის ელჩი საქართველოში – კარლ ჰარცელი, ავსტრიის ყოფილი ელჩი საქართველოში – არად ბენკო, ადგილობრივი გადაწყვეტილების მიმღები პირები და ა.შ.

ამჟამად, Eastern Partnership Civil Society Facility-ს შევუერთდი, როგორც პროექტის კონსულტანტი და ახალგაზრდა ექსპერტი. შემდეგი 2 თვის განმავლობაში ვიმუშავებ აღმოსავლეთ პარტნიორობის 80 ახალგაზრდა ლიდერის საქმიანობის გაშუქებაზე. მათი აქტივობების შესაბამისად, უნდა შევქმნა კრეატიული კონტენტი და გავაკეთო პერსონალიზებული პროფილი – “ამ პროგრამამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ და პერსონალურ განვითარებაზე, შესაბამისად, მისი ყველა მონაწილე მიყვარს. ძალიან ბედნიერი და ინსპირირებული ვარ, რომ ასეთი კრეატიული დავალების შესრულება მომიწევს”.

(c) Indigo Fleur

მარიამი პროფესიით დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, „ერასმუს პლუსის“ გაცვლითი პროგრამით, გერმანიაში, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში სწავლობდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

#სტარტაპი „მომო“ – პირველი ქართული სამთო-სათხილამურო სათვალეების ხაზი

ილონ მასკის კომპანიამ მაიმუნს ტვინში ჩიპი ჩაუდგა