in

ილონ მასკის კომპანიამ მაიმუნს ტვინში ჩიპი ჩაუდგა

​ილონ მასკის კომპანიამ მაიმუნს ტვინში ჩიპი ჩაუდგა, შედეგად, ცხოველი ვიდეოთამაშებს თამაშობს. ამის შესახებ თავად ილონ მასკმა განაცხადა.

„ის ბედნიერი მაიმუნია“ – ამბობს Tesla Inc-ის აღმასრულებელი დირექტორი. მასკის ფუტურისტული წამოწყებებიდან ერთ-ერთია Neuralinc Corp, რომელიც ცხოველებში კომპიუტერთან ნერვულ კავშირს უკვე წლებია, ტესტავს.

„ჩვენ გვყავს მაიმუნი, რომელსაც თავის ქალაში უკაბელო იმპლანტი აქვს და ვიდეოთამაშების თამაში შეუძლია“ – განაცხადა მასკმა რამდენიმე ათასი მსმენელის წინაშე Clubhouse-ის ჩატრუმში.

მასკის განმარტებით, ამ წამოწყების მთავარი მიზანი ადამიანის ტვინისა და ტექნოლოგიის გაერთიანების მცდელობაა. ადამიანებს, რომლებსაც ტვინისა და ზურგის ტვინის ტრავმები აქვთ მიღებული, ჩიპის იმპლანტით დაკარგული შესაძლელობების აღდგენის საშუალება ექნებათ.

ჯერჯერობით ამ მოწყობილობის მხოლოდ პრიმიტიული ვერსიები არსებობს, თუმცა მასკი Neuralinc Corp-ის გუნდთან ერთად ამ იდეის განვითარებაზე მუშაობს.

მასალა მოამზადა ფატი გუგბერიძემ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ახალგაზრდა ევროპელი ელჩობიდან – EaP Civil Society Facility-ის ექსპერტობამდე – ვინ არის მარიამ ხუროშვილი

11 თებერვლიდან ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებს