in

10 გიფი – რას ვფიქრობთ Zoom-შეხვედრებისას

Zoom-შეხვედრები თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში  სულ მცირე ერთი წელია, ნორმად დამკვიდრდა. სასწავლო, სამუშაო თუ საქმიანმა შეხვედრებმა ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლა.

გთავაზობთ 10 გიფს, რომლებიც შესანიშნავად აღწერს Zoom შეხვედრებს და თქვენს თავს გაპოვნინებთ:

1. არაგულწრფელი მისალმება

ეს მომენტი, ალბათ, ყველასთვის კარგად ნაცნობ ნაძალადევ აუცილებლობას ჰგავს – პოზიტიური განწყობის შექმნის სურვილს.  

2. ხმაურიანი ბეჭდვა

მთავარია, გვახსოვდეს, რომ თუკი Zoom შეხვედრაზე სხვადასხვა საქმიანობით დაკავებას ვაპირებთ, ხმა აუცილებლად გავთიშოთ. არავის სჭირდება ჩვენი კლავიატურის წკაპუნის მოსმენა.

3. საკუთარ თავს ვუყურებთ და შფოთვა გვიტანს

კამერის ჩართვის ნებისმიერი მოთხოვნა ყოველ ჯერზე მღელვარებას იწვევს, რისი მიზეზიც ჩვენი ზედმეტად „სახლური“ შესახედაობაა.

4. ტლანქი მდგომარეობა

რთულია, თავი ზანტ ადამიანად არ იგრძნო, როდესაც მხოლოდ ერთ ადგილას ჯდომა და ეკრანის ყურება მოგეთხოვება.

5. გასაჭირი რეალურია

სახლიდან საქმის კეთება გაცილებით მეტ ძალისხმევასა და მობილიზებას რომ საჭიროებს, ამას უკვე ყველანი მივხვდით. მუდმივი შეტყობინებები სმარტფონებზე საქმეს ნამდვილად არ გვიმარტივებს.  

6. სპორტული ტანსაცმელი მთელი კვირით

რა აზრი აქვს გამოწყობას, თუკი წასასვლელი მაინც არსად ვართ?!

7. ვერ ფოკუსირდები

ხშირად Zoom-ში ყოფნისას ისე ვითიშებით, რომ რელობასაც კი ვწყდებით.

8. მოწყენილობა

ახლა უკვე Watchlist არამხოლოდ ამოწურული, არამედ მრავალჯერ ნანახიგაქვს, რთულია, მოწყენილობას მარტივად გაუმკლავდე.

9. ყველა გვენატრება

რეალურ შეხვედრებს ონლაინ შეხვედერები ვერ ანაცვლებს, ყველას გვენატრება ის, ძველი, ცოცხალი ურთიერთობები.

10. სკოლაში დაბრუნება ყველას გვინდა

ძალიან გვინდა, რომ მალე ისევ ვნახოთ ერთმანეთი და ისევ ძველებურად გავერთოთ.

მოამზადა ლიკა ერისთავმა

წყარო: bu.edu

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ბერლინის საკლუბო სცენა ჩვეულ რეჟიმს, სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლომდე ვერ დაუბრუნდება

ქართულმა ფილმმა „დასაწყისი“ საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა