in

ბერლინის საკლუბო სცენა ჩვეულ რეჟიმს, სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლომდე ვერ დაუბრუნდება

ბერლინის საკლუბო სცენა ჩვეულ რეჟიმს, სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლომდე ვერ დაუბრუნდება, – ამის შესახებ ბერლინის ღამის კლუბების ასოციაციის თავმჯდომარე, პამელა შობესსი საინფორმაციო სააგენტო Deutsche Presse-Agentur-თან ინტერვიუში საუბრობს.

მისი თქმით, საკლუბო სექტორის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდება.

“კლუბების გახსნა 2022 წლის ბოლომდე ნაკლებსავარაუდოა. ესაა სივრცე, რომელიც პირველი დაიხურება და ყველაზე ბოლოს გაიხსნება. ამ კულტურაში რასაც ვაფასებთ, ესაა ადამიანებს შორის მჭიდრო კავშირი, სიახლოვე, არაფხიზელი ღამეები და ა.შ. სწორედ ამიტომ, მანამ ვირუსის გადადების რისკი ჯერ კიდევ არსებობს, საცეკვაო მოედანზე დაბრუნებას არ უნდა ველოდოთ. საკლუბო სექტორის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდება. ისიც კი არ ვიცით, დაუბრუნდება თუ არა ბერლინის გასართობი ინდუსტრია პანდემიისწინა ვითარებას. ვენიუების მფლობელებს ხელისუფლებისგან დახმარება კვლავ დასჭირდებათ”.

აცხადებს შობესსი

ამ დროისთვის ცნობილია, რომ გერმანიის მთავრობა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ღამის კლუბებს ფინანსურად მიმდინარე წლის ივნისამდე დაეხმარებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

#სტარტაპი „გულსუნდა“ – ყუთი, რომელიც თქვენი პატარას ერთგული მეგზური გახდება

10 გიფი – რას ვფიქრობთ Zoom-შეხვედრებისას