in ,

Clubhouse-ი უკვე 8 მილიონჯერ გადმოწერეს

clubhouse-ის აპლიკაციის ინტერფეისი

Clubhouse-ი მსოფლიოში უკვე 8 მილიონჯერ გადმოწერეს. ინფორმაციას საერთაშორისო ჟურნალი techcrunch-ი ავრცელებს. 

მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაციაში შეღწევა მხოლოდ პერსონალური მოწვევით არის შესაძლებელი, მომხმარებელთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. 1-ელ თებერვალს აპლიკაცია 3.5 მილიონჯერ იყო გადმოწერილი, ხოლო 16 თებერვალს ეს მაჩვენებელი 8.1 მილიონამდე გაიზარდა. 

როგორც საერთაშორისო გამოცემა წერს, აპლიკაციის ცნობადობის გაზრდას Clubhouse-ში ილონმასკისა და მარკ ზაკერბერგის გამოჩენამ შეუწყო ხელი. 

აპლიკაცია მსმენელს ბევრს სასაუბრო ოთახს სთავაზობს, სადაც ნებისმიერ საკითხზე შეძლებთ ინფორმაციის მიღებას. მაგალითისთვის, უცხოენოვანი პრაქტიკა, მენეჯმენტი, რჩევები ინსტაგრამის მარკეტინგი, თერაპია და 24/7 მუსიკის სტრიმინგ სერვისი. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Apple სისხლიანი შპრიცის ემოჯის Covid19-ის ვაქცინის გამო შეცვლის

პირველ არხზე დღეს „ვოისი“ იწყება