in , ,

25 წლის მილიარდერი თვითმავალი მანქანების მომავალს ქმნის

25 წლის ოსტინ რასელი Luminar-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია.

Luminar-ი არის სტარტაპი Silicon Valley-ში, რომელიც თვითმავალი მანქანებისთვის LIDAR სენსორებს ქმნის.

LIDAR -ის ტექნოლოგია მოკლე მანძილის ამსახველი რუკების შედგენისთვის გამოიყენებოდა. თუმცა, Luminar-ი ირწმუნება, რომ მას აქვს 250 მეტრზე მომუშავე მოქმედი LIDAR-ი, რაც ტექნოლოგიური გარღვევაა.

Luminar-მა თავისი აქციების საფონდო ბირჟაზე გაყიდვა ახლახანს დაიწყო, რამაც ოსტინ რასელი, დღესდღეობით, ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად აქცია.

წარმატებულ სტარტაპს გარიგებები Volvo-თან, Audi-თან, Toyota-სა და სხვა ავტომობილების მწარმოებელ კომპანიებთან აქვს. თუმცა, სრულყოფილი თვითმავალი, უპილოტო ავტომობილის შექმნა ჯერ ისევ გრძელვადიან პროექტს წარმოადგენს.

„LIDAR-ის მთელი არსი ის არის, რომ მთელი მსოფლიოს სამგანზომილებიან რუკას იძლევა რეალურ დროში. თქვენ ზუსტად იცით, სად არის თითოეული ობიექტი. მხოლოდ კამერების გამოყენების სირთულე კი ორგანზომილებიანი წარმოდგენაა, რომლის დროსაც თქვენ, არასოდეს იცით, თუ სად მდებარეობს ესა თუ ის ობიექტი.“

Luminar-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ოსტინ რასელი

წყარო: theverge.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

„მაკდონალდსმა“ ქალთა დღეების აღსანიშნავად ლოგო ამოატრიალა

ექვსმაგი ხელფასი – თსუ დეკრეტულ შვებულებაში მყოფ თანამშრომლებს ასაჩუქრებს