Covid-19-ის ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებად ცხელება, მშრალი ხველა და გემო/ყნოსვის დაკარგვა მიიჩნევა. შემდეგ მოდის თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ცხვირის შეშუპება და დაღლილობის შეგრძნება.
სხვადასხვა ფორმის გამონაყარი კი უფრო ნაკლებად გავრცელებულ სიმპტომად ითვლება. ამ უკანასკნელის შესახებ გვიან გახდა ცნობილი. ვინაიდან პაციენტებში იშვიათად ვლინდებოდა და მისი კორონავირუსთან კავშირი რთულად აღმოსაჩენი გახდა.
როგორც ბოლო კვლევამ დაადგინა, COVID 19-პაციენტების 21%-ს პაციენტი სიმპტომად მხოლოდ გამონაყარი შეენიშნებოდათ.
აუცილებელია, ვიცოდეთ, რა ზემოქმედებას ახდენს COVID-19- ის კანზე, ვინაიდან ზოგჯერ გამონაყარი უფრო ნაადრევად ჩნდება, ვიდრე სხვა სიმპტომები.
ამისათვის წარმოგიდგენთ გამონაყარის ოთხ სახეობას:
შეშუპება
კანის შეშუპებული ან ბუშტუკებიანი დაზიანებები ძირითადად ფეხის თითებსა და ტერფებზე იჩენს თავს. ერთიდან ორი კვირის განმავლობაში შეშუპება კიდევ უფრო მკვეთრდება და ბრტყელდება, ამის შემდეგ კი თავადვე იწყებს გაუფერულებას. მსგავსი სიმპტომები მოზარდებსა და მოზრდილებში გამოვლინდა.
პანდემიის დროს ამ დაზიანებების სწრაფი ზრდა მიანიშნებს, რომ ისინი ასოცირდება COVID-19- თან, თუმცა ცალსახად არ დასტურდება. შესაძლებელია, ისინი გამოწვეული იყოს რაიმე სხვა ფაქტორით.
წითელი წინწკლები გამონაყარის სახით
ესპანეთის მაგალითზე დაყრდნობით, 375 პაციენტის შესწავლამ ცხადყო, რომ 47 პროცენტი პაციენტებისა მსგავსი ტიპის გამონაყარს უჩივიან. მსგავსი გამოვლინება, ძირითადად, მოხუც პაციენტებში გვხვდებოდა. გამონაყარის ხანგრძლივობა 7-დან 18 დღემდე მერყეობდა, ინფექციიდან 20-36 დღის შემდეგ.
ამ სიმპტომის სავარაუდო მიზეზი სხეულის იმუნური სისტემის დაქვეითებაა.
ჭინჭრის ციება
ცნობილი, როგორც ურტიკარია, არის ჭინჭრის ნასუსხის ეფექტის მქონე გამონაყარი . ამ მიმართულებით კვლევაში ჩინეთისა და იტალიის ოთხი საავადმყოფო მონაწილეობდა. პაციენტთა 26%-ს აღნიშნული გამონაყარი დაუფიქსირდა.
ჭინჭრის ციება, როგორც წესი, წინ უსწრებს ან გვხვდება სხვა სიმპტომების პარალელურად, რაც კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვისაა გამოსადეგარი. ურტიკარია უფრო ხშირად გვხვდება საშუალო ასაკის პაციენტებში და ასოცირდება უფრო მძიმე დაავადებებთან. ვირუსული ინფექციები ჭინჭრის ციების ცნობილი გამომწვევია, რადგან ისინი იწვევენ უჯრედების დაშლას და ჰისტამინის გამოყოფას იმუნური სისტემის რეაქციების კასკადით.
ამასთან, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჭინჭრის ციება არის მრავალი მედიკამენტის გვერდითი მოვლენა, რომლებიც გამოყენებულია COVID-19- ის სამკურნალოდ, მაგალითად, კორტიკოსტეროიდები და რემედესევირი .
დაწყლულებული შეშუპება
ეს გამონაყარი კანქვეშა ქსოვილზე სითხეებით სავსე ბუშტუკებს წარმოადგენს. ის უფრო იშვიათად გვხვდება, ვიდრე ზემოაღნიშნული ვარიაციები. ჩვენ მიერ ნახსენებ ესპანურ კვლევაში მხოლოდ 9 პროცენტს ჰქონდა მსგავსი შეშუპება.
კანის დაწყლულებული ფორმა მსუბუქი დაავადების მქონე პაციენტებში ინფიცირებიდან დაახლოებით 14 დღის შემდეგ გვხვდება.
წყარო: sciencealert.com
Loading…