in , ,

შეუძლია თუ არა ანტიდეპრესანტ ფლუვოქსამინს მწვავე COVID-19-სგან განკურნება

შეუძლია თუ არა ანტიდეპრესანტ ფლუვოქსამინს მწვავე COVID-19-სგან განკურნება – ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ჯერ არ არსებობს, რადგან დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო. თუმცა უკვე შეიძლება, ითქვას, რომ კორონავირუსსა და ფლუვოქსამის შორის გამოვლენილი კავშირის მიზეზი სიგმა 1-ია.

სიგმა 1 არის რეცეპტორი, რომელიც ჩვენი სხეულის უჯრედებშია. მათმა გააქტიურებამ შეიძლება, ციტოკინის წარმოება შეამციროს. ციტოკინები არის ქიმიკატები, რომლებიც ვირუსის წინააღმდეგ იმუნურ პასუხის გაცემას უწყობს ხელს.

ფლუვოქსამინი დიდი ხანია, რაც სამედიცინო ბაზარზეა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის, სოციალური შფოთვითი აშლილობისა და დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება. ის ორგანიზმში სეროტონინის დონეს ზრდის.

გარდა ამისა, ფლუვოქსამინმა შესაძლოა, სიგმა 1 რეცეპტორების აქტივაციაც მოახდინოს. შესაბამისად, ამ პრეპარატს ციტოკინის გამომუშავების შემცირებაშიც შეაქვს წვლილი.

აქედან გამომდინარე, ფლუვოქსამინი შესაძლოა, კორონავირუსის პოტენციური სამკურნალო საშუალება აღმოჩნდეს.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, 152 ადამიანიდან 80-მა 100 მგ ფლუვოქსამინის აბი მიიღო, ხოლო 72-მა პლაცებო. შედეგად, 115-მა ადამიანმა დაასრულა კვლევა და მათგან, ვინც ფლუვოქსამინი მიიღო, არცერთს არ განვითარებია კორონავირუსის მწვავე ფორმა.

მიუხედავად დამაიმედებელი შედეგებისა, არსებული კვლევა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ კორონავირუსის სამკურნალოდ ფლუვოქსამინის გამოყენების რეკომენდაცია გაიცეს. პრეპარატი ჯერ კიდევ დამატებით ცდებს საჭიროებს.

წყარო: forbes.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
სურათის რა პარამეტრებია რეკომენდებული სოციალური მედიის პროფილებისთვის

სურათის რა პარამეტრებია რეკომენდებული სოციალური მედიის პროფილებისთვის

როგორ გავზარდოთ TikTok –ის მიმდევართა რაოდენობა – პრაქტიკული რჩევები