უახლესი კვლევების თანახმად, მეცნიერები აცხადებენ, რომ მეტეორის ნაწილი, რომელიც შარშან ალჟირში იპოვეს, პლანეტა დედამიწაზე ძველია. მეცნიერთა გუნდი ამტკიცებს, რომ ეს აღმოჩენა ძველი პროტოპლანეტის ნაშთია - რამაც შეიძლება, ჩვენი მზის სისტემის შესახებ, უპრეცედენტო ახალი ვერსიები აღმოაჩინოს. ScienceAlert-ი იტყობინება, რომ ასტეროიდის ნატეხი, რომელიც Erg Check-ის ქვიშის ზღვაში აღმოაჩინეს, გასულ მაისს, ვულკანის ნარჩენებისგან არის წარმოქმნილი. სავარაუდოდ, ეს სწორედ ძველი პლანეტის ქერქია. როგორც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომში, ნიმუშის იზოტოპების რადიოაქტიური დაშლის ანალიზმა აჩვენა, ის დაახლოებით 4,566 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა. ნატეხი მეტი წლოვანებისაა, ვიდრე დედამიწა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის, ალბათ, წინანდელი სამყაროს ნაწილია. აღსანიშნავია, რომ აღმოჩენილი ნატეხი უძველესია ყველა სხვა ნაწილაკებთან შედარებით, რაც მეცნიერების განსკუთრებულად დიდ ინტერესს იწვევს. სპეციალისტები მის განაგრძობენ სიღრმისეულ შესწავლას. ამ კატეგორიის სხვა სტატიები ნახეთ აქ.
in ამბები, მეცნიერება, საკითხავი
Loading…