in

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ მომხმარებლებსა და მათი ოჯახის წევრებს კოვიდ-ვაქცინაციას სთავაზობს

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ საკუთარ მომხმარებელს კოვიდ-ვაქცინაციას შესთავაზებს, – Venue.-ს ეს ინფორმაცია კომპანიაში დაუდასტურეს.

როგორც კომპანიის კომუნიკაციების დირექორმა, თინა სტამბოლიშვილმა განაცხადა, კერძო სექტორისთვის დროული ვაქცინაცია აუცილებელია და კომერციულ ბაზარზე შემოსვლისთანავე სურთ მისი შეძენა.

სახელმწიფო ვაქცინას შემოიტანს, თუმცა ის, პირველ რიგში, მხოლოდ რისკ-ჯგუფებისთვის იქნება ხელმისაწვდომი და სხვა დანარჩენისთვის – უფრო მოგვიანებით. მიგვაჩნია, რომ კერძო სექტორისთვის დროული ვაქცინაცია აუცილებელია და ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ მოსახლეობის ეკონომიკურად აქტიური ნაწილისთვის ვაქცინაციის შესაძლებლობა რაც შეიძლება სწრაფად გავაჩინოთ.

განაცხადა თინა სტამბოლიშვილმა

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ასტრაზენეკას მიერ წარმოებული ვაქცინის შეძენას აპირებს, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპისა და აშშ-ს მარეგულირებელი ორგანოების პრეკვალიფიკაცია გავლილი აქვს.

ამ ეტაპზე კომპანია ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობას ადგენს, რომ იცოდნენ, რა რაოდენობის ვაქცინაზეა მოთხოვნა ორგანიზაციაში და შეკვეთა გააფორმონ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ცნობილი ბრენდების საუკეთესო ნამუშევრები TikTok-ზე

თბილისის მერია DJ-ებსა და საკლუბო სექტორში მომუშავეებს 2 მლნ ლარით დაეხმარება