in

შეუძლიათ თუ არა კატებს, ცხოვრების აზრი გვასწავლონ?

წიგნში „კატების ფილოსოფია: კატები და ცხოვრების აზრი“ ავტორი ჯონ გრეი ამბობს, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ კატები გახდნენ, მაგრამ თუკი ისინი თავიდან მოიშორებენ შეხედულებას, რომ უმაღლესი არსებები არიან, შეძლებენ გაიგონ, თუ როგორ შეუძლიათ კატებს განვითარება მშფოთვარე დარდის გარეშე.

ჯონ გრეი წიგნში კონცენტრირდება ადამიანების ბედნიერების მიღწევის გაუმაძღარ მცდელობებზე და მორალის ილუზიის აღიარების ჩვენს უუნარობაზე.

კატებს ადამიანებისა და სხვა ცხოველების მსგავსად აქვთ მიზნები: საჭმელი, სექსი, თავშესაფარი. რა თქმა უნდა, არა ეგზისტენციალური აშლილობა.  

გრეის თანახმად, ადამიანები არ არიან შექმნილები სამყაროს სირთულისა და ჩვენივე ბიოლოგიის გასაგებად. მორალის გაგებაც კი, რომელიც ხშირად, რელიგიური ტრადიციების მეშვეობით იყიდება, ფარსია, რადგან ადამიანები სინამდვილეში მხოლოდ „საკუთარ ემოციებს გამოხატავენ“. ემოციების განხილვის ერთადერთი საშუალება, რომელსაც ჩვენ ვფლობთ არის ენა. ის რეალობაზე სასაუბრო მძლავრი, მაგრამ შეზღუდული მექანიზმია.

ინდიფერენტული მსოფლიოს დამსახურებით, საბოლოოდ, ჩვენ კატებს ვემსგავსებით. მხოლოდ ადამიანები იგონებენ ისტორიებს, რომლებიც რეალობას არ შეესაბამება. ჩვენი გონება ცოდნის ხარვეზებს ქრონიკულად ავსებს; ეს პრობლემები ხშირად, არასწორ შეფასებებს გვაძლევენ. არსებობა ჩვენი გარემოთი არის განპირობებული, დამოუკიდებლად იმისგან, თუ როგორ ვცდილობთ ჩვენს სასარგებლოდ მისით მანიპულირებას.

კატამ ეს იცის, ამის სრულებით არ ცოდნის ან ამაზე უდარდელობის მეშვეობით.

ადამიანებიც პირობითი ცხოველები არიან. ყოველ შემთხვევაში, კატებს პრაგმატიზმი ემოციებში არ ერევათ. ისინი კმაყოფილები არიან იმით, რაც მოდის. ჩვენ კი არა.

„კატებისთვის მათი ცხოვრება, ისეთი როგორიც არის, საკმარისია. ადამიანებს კი, თავის მხრივ, არ შეუძლიათ არ ეძებონ საზრისი თავიანთი ცხოვრების მიღმა.“

ჯონ გრეის წიგნიდან „კატების ფილოსოფია: კატები და ცხოვრების აზრი“

გთავაზობთ სამ ჩანაწერს ისეთი მშფოთვარე ცხოველებისთვის, როგორებიც ადამიანები არიან. მათ მისაღწევად ჩვენ გვჭირდება, რომ შევწყვიტოთ მათი მიღწევის მცდელობები – ეს კიდევ ერთი პარადოქსია, რომლის გათავისებაც კატებს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეუძლიათ.

  • ნუ მიეჯაჭვებით საკუთარ ტკივილს და მოერიდეთ მათ, ვინც ამას აკეთებს.
  • დაივიწყეთ ბედნიერების დევნა და თქვენ მას აღმოაჩენთ.
  • მოერიდეთ მათ, ვინც გაბედნიერებას გთავაზობთ. 

წყარო: bigthink.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

საქართველოს არაფორმალური ელჩი ჩინეთში – დარინე რაზმაძის #ამბავი

ეკატერინე ტოგონიძის წიგნი „შინ-შენ“ მარტის ბოლოს გამოვა