in ,

სტიპენდიების სრული ჩამონათვალი, რომელთა მიღების ვადები აპრილში იწურება

გთავაზობთ სტიპენდიებისა და სრულად დაფინანსებული კურსების ჩამონათვალს, რომელთა სააპლიკაციო ვადები აპრილში იწურება. შემოთავაზებები ხელმისაწვდომია ნებისმიერი ეროვნების სტუდენტისთვის, ბაკალავრის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სწავლებისათვის.

IELTS/TOEFL-ის წარდგენა არ არის აუცილებელი, თუმცა ყველა სტიპენდიას განსხვავებული მოთხოვნები აქვს.

ხელმისაწვდომია 4000-ზე მეტი სასწავლო პროგრამა. განვითარებადი ქვეყნების სტუდენტებს მეტი უპირატესობა მიენიჭებათ.

ჩამონათვალი იხილეთ ქვემოთ:

რუმინეთის სახელმწიფო სტიპენდია, 2021

რუმინეთის სახელმწიფო სტიპენდია განკუთვნილია უცხოელი სტუდენტებისთვის, ბაკალავრის, მაგისტრატურისა და სადოქტორო პროგრამებზე. დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

Australia Awards Scholarships, 2021

AAS – ავსტრალიის სახელმწიფო სტიპენდიებია, სპეციალურად საერთაშორისო სტუდენტებისთვისაა და ის მონაწილეობის/აპლიკაციის შესავსებ გადასახადს არ მოითხოვს. მეტი ინფორმაციისთვის გადადით აქ.

Chulalongkorn -ის უნივერსიტეტის სტიპენდიები, 2021

ტაილანდის სახელმწიფო სტიპენდიებზე (ბაკალავრი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) მეტი ინფორმაციის სანახავად გადადით აქ.

Gwangju-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის სტიპენდიები, 2021

კორეაში სწავლით თუ ხარ დაინტერესებული, აუცილებლად გაეცანი ინფორმაციას აქ. პროგრამები განკუთვნილია მაგისტრატურისა და დოქტორანტურისთვის, IELTS/TOEFL-ის სერთიფიკატების მოთხოვნის გარეშე.

Commonwealth Scholarship and Fellowship Plan, 2021

დიდი ბრიტანეთის ეს სტიპენდიები ერთ-ერთი უძველესი და პრესტიჟულია, რომელიც 1959 წელს დაფუძნდა. ინფორმაცია სტიპენდიების შესახებ იხილეთ აქ.

აზიის განვითარების ბანკის სტიპენდიები, 2021

მაგისტრატურის 140-მდე დაფინანსებული პროგრამა მსოფლიოს წამყვან 25 უნივერსიტეტში, აზიის 9 ქვეყნიდან. დეტალურ ინფორმაციას იხილავთ აქ.

ბოლონიის უნივერსიტეტის სტიპენდია, 2021

Alma Mater Studiorum Università di Bologna– სტუდენტებს სთავაზობს ბაკალავრისა და მაგისტრატურის დაფინანსებულ პროგრამებსა და სტიპენდიებს. მეტი ინფორმაციისთვის გადადით აქ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ხელოვნური ინტელექტი ადამიანებისთვის მიმზიდველ პორტრეტებს ტვინის ტალღების კითხვით ქმნის

Career 8M – #სტარტაპი, რომელიც სანდო ძიძების ნამდვილი საბადოა!