in

წარმატებული სტუდენტებისთვის ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია გამოცხადდა

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს ქვეპროგრამას „ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის“. პროგრამა ითვალისწინებს ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიის გაცემას ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ სტუდენტებზე, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მომენტისათვის რეგისტრირებულნი არიან ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

ამასთან, აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად, 2020-2021 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრის მიხედვით მიღებული აქვთ დადებითი შეფასება: პრიორიტეტულ მიმართულებებზე ჩარიცხულ სტუდენტებს –  81 ქულა და მეტი; სხვა დანაჩენ მიმართულებებზე ჩარიცხულთ – 91 ქულა და მეტი. 

სტიპენდიის გაცემისას პირველ ეტაპზე განიხილება დაფინანსების საკითხი იმ სტუდენტებისა, რომლებიც სწავლობენ შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებზე: 

– ინჟინერია და საინჟინრო საქმე; 

– არქიტექტურა და მშენებლობა; 

– გარემოსმცოდნეობა/ეკოლოგია; 

– კულტურული მემკვიდრეობის კვლევები; 

– კულტურის/ხელოვნების მენეჯმენტი; 

– ისტორია და არქეოლოგია; 

– განათლების მეცნიერებები, სკოლამდელი განათლება; 

– მასწავლებლის განათლება.

განაცხადების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საქმისწარმოების განყოფილებაში.

დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

31 მარტი მარიოს სიკვდილის დღედ გამოცხადდა

საინტერესო ეპიზოდები მარიო ვარგას ლიოსას ცხოვრებიდან