in

საინტერესო ეპიზოდები მარიო ვარგას ლიოსას ცხოვრებიდან

ხორხე მარიო პედრო ვარგას ლიოსა პერუელი პროზაიკოსი, დრამატურგი და ნობელის პრემიის ლაურეატია. მას დღეს 84 წელი შეუსრულდა. 

ლიოსა 1936 წელს პერუში, ქალაქ კოჩაბამბაში დაიბადა. მოგვიანებით მშობლებთან ერთად პერუს დედაქალაქ ლიმაში დასახლდა და მამის დაჟინებული თხოვნით სამხედრო სასწავლებელში ჩაირიცხა. სწავლა მალევე შეწყვიტა და გაზეთში „La Industria“-ში ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა.

1953 წელს ლიოსამ ​სან-მარკოს უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა, მადრიდის უნივერსიტეტის სტიპენდიის მოპოვების შემდეგ, ევროპაში წავიდა და რუბენ დარიოს შემოქმედების შესახებ, დისერტაცია დაიცვა.

1960 წელს ლიოსა პარიზში გადავიდა და დაუმეგობრდა არგენტინელ პოეტსა და მწერალს, ხულიო კორტასარს. პარალელურად რადიოსა და ტელევიზიაში ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა.

მარიო ვარგას ლიოსა ახალგაზრდობაში კასტროს რეჟიმის მხარდამჭერი იყო, თუმცა, კომუნისტურმა იდეებმა მას ნელ-ნელა იმედები გაუცრუა. 

დაპირისპირება მარკესთან

1971 წელს ლიოსამ გაბრიელ გარსია მარკესის შემოქმედების შესახებ, დისერტაცია დაიცვა. 

ამის შემდეგ, მას არაერთხელ მოუწია ოპონირება როგორც პოლიტიკურ, ისე ლიტერატურულ საკითხებზე. 1976 წელს მეხიკოში, Palacio de Bellas Artes-ის ეზოში ლიოსამ მარკესს დაარტყა. ერთ დროს ნობელიანტები მეგობრობდნენ, თუმცა ამ ინციდენტის მერე მათ ერთმანეთისთვის ხმა აღარ გაუციათ. არც ერთ მათგანს არ განუმარტავს, რა გახდა უთანხმოების მიზეზი, თუმცა გავრცელებული აზრის თანახმად, საქმე ვარგა ლიოსას ცოლს, პატრიციას ეხებოდა.

1975 ლიოსა საერთაშორისო პენ-კლუბის პრეზიდენტად აირჩიეს. სამ წელში ის პერუში დაბრუნდა, თუმცა, კვლავაც აგრძელებდა მოგზაურობას მსოფლიოს გარშემო.

პოლიტიკური ცხოვრება

80-იან წლებში ლიოსა აქტიურად ჩაება პოლიტიკურ ცხოვრებაში და 1990 წელს გახდა პერუს პრეზიდენტობის კანდიდატი. არჩევნების პირველ ტურში მან ამომრჩეველთა ხმების 34% დააგროვა. თუმცა, მეორე ტურში დამარცხდა ინჟინერ-აგრონომთან ალბერტო ფუხიმორისთან, პერუს მომავალ დიქტატორთან. ამ მარცხის შემდეგ ლიოსამ დატოვა პერუ და ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. 

შემოქმედება

ლიოსა 10-ზე მეტი რომანის, უამრავი მოთხრობის, სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომისა და პიესის ავტორია. მიღებული აქვს არაერთი პრიზი, მათ შორის, სერვანტესის სახელობის პრემია – ყველაზე მნიშვნელოვანი ესპანურენოვან სამყაროში. 2010 წელს ლიოსას გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურაში.

ქართულად ნათარგმნია ლიოსას არაერთი რომანი. მათ შორის „ქალაქი და ძაღლები“, „ცუდი გოგოს ოინები“, „ვაცის ნადიმი“, „ხუთი კუთხე“ და „დეიდა ხულია .

მარიო ვარგას ლიოსას ცნობილი ფრაზები

მე ვწერ იმიტომ, რომ უბედური ვარ. წერა ნიშნავს ბედნიერებისთვის ბრძოლას.

მწერალი, რომელიც კაპიტალიზმს იცავს და კუბურ რეჟიმს აკრიტიკებს? დარწმუნებული ვიყავი, რომ ნობელის პრემიას არ მომცემდნენ.

გულის სიღრმეში მწერალმა არასდროს იცის, გაიმარჯვა თუ წააგო.

კითხვა ხუთი წლისამ ვისწავლე. არაფერი ამაზე განსაკუთრებული, ჩემს ცხოვრებაში აღარ მომხდარა.

მამა პირველად ათი წლისამ ვნახე. ერთადერთი ემოცია, რომელიც მასთან მაკავშირებდა, იყო შიში. ის ჩემი ლიტერატურული ცდების წინააღმდეგი იყო.

პოლიტიკაში ვისწავლე ერთი რამ – ძალაუფლება ანადგურებს გონებას, ანგრევს პრინციპებს და ადამიანებს აქცევს პატარა ურჩხულებად.

ელექტრონული ფოსტა – ეს არის მიმოწერის კარიკატურა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

წარმატებული სტუდენტებისთვის ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია გამოცხადდა

კვლევა – რამდენ ხანს რჩება კორონავირუსის კვალი