in , ,

3200 განათებული დრონის შოუ შანხაის ცაზე

დრონების შოუ შანხაის ცაზე

ბოლო დროს, დრონების შესაძლებლობები ძალიან განვითარდა. 2018 წელს, Intel-მა ოლიმპიურ თამაშებზე 1200 დრონით გასაოცარი შოუ მოაწყო. ახლახან, მოსახლეობამ 3200 განათებული დრონის შოუ შანხაის ცაზე იხილა.

3281 დრონის ქორეოგრაფია

დრონები შანხაის ცაზე

3281 შესანიშნავად სინქონიზებული დრონით ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა. შოუ Hyundai– ის ძვირადღირებული ავტომობილების ბრენდმა, Genesis– მა მოაწყო. ეს Genesis–ის ჩინეთის ბაზარზე შესასვლელად განკუთვნილი სარეკლამო კამპანია იყო. ცაში აფრენილმა 3 281-მა დრონმა ერთობლივი ცეკვები  შეასრულა  და  გიგანტური, სამგანზომილებიანი ფორმები წარმოქმნა. მათ შორის იყო დნმ-ის სპირალისებური ფორმა, Genesis–ის ავტომობილების ლოგო და ა.შ. 3200 განათებული დრონის შოუ შანხაის ცაზე ხალხს ალბათ კიდევ დიდხანს ემახსოვრება.

შოუების გარდა, დრონებმა საკუთარი ადილი დაიკავეს  ყველა ტიპის მრეწველობაში და სამომხმარებლო ბაზარზე. მომხმარებლები მას  სიმაღლიდან ვიდეოს გადასაღებად იყენებენ. ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნივთია სამხედროებისა და პოლიციელებისთვის. მეტიც, არაჩვეულებრივი დამხარეა სანაპიროებზე ზვიგენების აღმოსაჩენად.

წყარო: xataka

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

მიშო ჟღენტი კარიერას Microsoft-ში განაგრძობს

მსმენელი მსოფლიოს 100 ქვეყნიდან – ქართველი მუსიკალური პროდიუსერის #ამბავი