საქართველოს მთავრობა უსაფრთხო სასტუმროების, რესტორნისა და ღამის კლუბის გახსნაზე ფიქრობს, რითაც ვაქცინირებულ პირებს შეკრებისა და თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცემათ. აღნიშნულ საკითხზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ისაუბრა.
„ვმუშაობთ, რომ უსაფრთხო რესტორნის, უსაფრთხო ღამის კლუბის, უსაფრთხო სასტუმროს სტატუსები იყოს, რომელიც იქნება, იმავდროულად, მიმზიდველი არამარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ ტურისტებისთვის. თქვენ იცით, რომ ჩვენ, მიუხედავად ყველა მოლოდონისა და რისკისა, მაინც გადავწყვიტეთ, რომ გაგვეხსნა საერთაშორისო ფრენები, გაგვეხსნა ჩვენი ბაზარი საერთაშორისო ვაქცინირირებული ტურისტებისთვის”
ამბობს ნათია თურნავა
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეს პრაქტიკა უკვე არსებობს. ვაქცინირებულ პირებს სპეციალურ ბარებსა და რესტორნებში თავშეყრის უფლება აქვთ. ამ ფორმით ქვეყნის ეკონომიკური პროცესების გაუმჯობესება დაიწყება.
სხვა ამბებს გაეცანით ბმულზე
Loading…