მეგაშოუ „The Voice“ საქართველოში 2012 წლიდან ტარდება. წელს „საქართველოს პირველი არხი“ მაყურებელს მე-4 სეზონს სთავაზობს. პროექტის მონაწილეებს მენტორობას ოთხი განსხვავებული ჟანრის მუსიკოსი – სტეფანე მღებრიშვილი, სალომე (სალიო) კორკოტაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი და ნიაზ დიასამიძე უწევს.
Venue. თითოეული მწვრთნელის ექვსეულს გაესაუბრა. დღეს სტეფანეს გუნდის წევრებმა ჩვენს შემდეგ კითხვებს უპასუხეს:
- რამ გადაგაწყვეტინათ „ვოისში“ მონაწილეობა?
- რა განცდა დაგეუფლათ, როდესაც პირველად გახვედით სცენაზე?
- რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?
- როგორი დამოკიდებულება გაქვთ კონკურსანტებს ერთმანეთთან?
- რა სირთულეებს აწყდებით ნომრების მომზადების დროს?
- რით ამხნევებთ თქვენს თავს, სანამ სცენაზე გახვალთ?
- როგორ ირჩევა რეპერტუარი?
- როგორი ურთიერთობა გაქვთ „მწვრთნელთან“?
- რა თვისებებს უნდა ფლობდეს მუსიკოსი „ვოისში“ გასამარჯვებლად?
- როგორ შეაფასებდით თქვენ შანსებს გასამარჯვებლად?
მარიამ დოკვაძე
პროექტში მონაწილეობა სცენისა და აუდიტორიის მონატრებამ. პანდემიური მდგომარეობის გამო დიდი ხნით „დავპაუზდი“ და „ვოისი“ სინათლის სხივივით გამოჩნდა.
ეს ჩემთვის ახალი განცდები არ ყოფილა იქიდან გამომდინარე, რომ სცენაზე პირველად არ გავდიოდი, მაგრამ ყოველთვის „მუხლები მეკვეთება“ და სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის, როცა სცენაზე ვდგავარ.
ყველაზე მეტად სალიოს შეფასება დამამახსოვრდა, რომ ჩემს ხმას ძალიან ბევრ ხმაში გამოარჩევს. ის, რაც ყველაზე მეტად მახარებს, არის ჩემი ინდივიდუალიზმის ბოლომდე გამოვლენა და მიტანა მწვრთნელამდე და მან ეს დაინახა. ყველაზე დიდი კომპლიმენტია ჩემთვის ასეთი რამ. არ მომწონს, როცა ვინმეს მამსგავსებენ ან მადარებენ, ყოველთვის ვცდილობ, საკუთარ ხელწერას გავუსვა ხაზი.
ვფიქრობ, დადებითი დამოკიდებულებებია კონკურსანტებს შორის. ერთი-ორი შეიძლება ცხოვრების ბოლომდეც გავიყოლო.
მთავარი სირთულე სწორად შერჩეული რეპერტუარია, რომელშიც შენს ინდივიდუალიზმს საუკეთესოდ წარმოაჩენ. მანდ თუ შეცდი, ერი არ გაპატიებს.
ძირითადად, მშვიდად ვარ ხოლმე და ლოცვებს ვამბობ გულში. ყველა ლოცვას, რაც მახსენდება😂 ან ვმოძრაობ ძალიან ბევრს.
რეპერტუარის არჩევა მწვრთნელთან შეთანხმებით ხდება და მიხარია, რომ არ ვაწყდებით ამ მხრივ პრობლემებს.
სტეფანე გემოვნებიანი და ძალიან ყურადღებიანი მწვრთნელია. ძალიან მიყვარს.
ვფიქრობ, პროექტის სახელი გვეუბნება ყველაფერს. „ხმა“!✌️ განსხვავებული და ყველასგან გამორჩეული მონაცემები უნდა ახასიათებდეს. ჩემთვის ინდივიდუალიზმია უმთავრესი.
მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად თავმდაბალი გახლავართ, ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდია ჩემი შანსები, წარმატებას მივაღწიო პროექტში და რატომაც არა, გავიმარჯვო კიდეც. არასდროს მიფიქრია, რომ რომელიმე მუსიკალური პროექტის გამარჯვებული შეიძლებოდა ვყოფილიყავი. რატომღაც, ვერ ვაძლევ ხოლმე თავს უფლებას, ამდენად ამბიციური ვიყო, მაგრამ სიამოვნებით ვიქნებოდი ჩემთვის საყვარელი მუსიკალური პროექტის „გამარჯვებულის“ ტიტულის მფლობელი✌️
მაგდა ივანიშვილი
ძალიან მომენატრა სცენა და მაყურებელი, პანდემიის გამო ვერსად ვეღარ ვმღეროდი, ბენდის რეპეტიციების გარდა, ამიტომ გადავწყვიტე მონაწილეობა.
მე ორმაგი სანერვიულო მქონდა, ბავშობის მერე არ დამიკრავს ფართო აუდიტორიის წინაშე, ამიტომ ისე ვინერვიულე, რომ საერთოდ არაფერი მახსოვს.
ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ის მომენტი, როდესაც დავამთავრე სიმღერა, თვალი გავახილე, შევბრუნდი მწვრთნელებისკენ და გავიაზრე, რომ შემდეგ ეტაპზე გადავედი.
იმდენად კარგი ურთიერთობა გვაქვს ყველას, რომ ვერ აღვიქვამ კონკურენტებად. უდიდეს დროს ვატარებთ ერთად და ძალიან შეგვიყვარდა ერთმანეთი.
ერთადერთი, რაც მახსენდება, დაწოლილი სიმღერაა, მაგრამ სირთულედ არც ამას აღვიქვამ, გამოწვევა იყო, რომელსაც, ჩემი აზრით, კარგად გავართვით თავი.
ერთმანეთს ვამხნევებთ სცენაზე გასვლის წინ… ვცდილობ, არაფერზე ვიფიქრო სიმღერის გარდა.
რეპერტუარს სტეფანე არჩევს, უკვე იმდენად კარგად გვიცნობს, რომ ბოლომდე ვენდობით და ვცდილობთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ.
ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს მენტორთან. სულ გვეუბნება, რომ ყველაზე კარგები ვართ, გვამხნევებს და თვითშეფასებას გვიმაღლებს, ამიტომ აღარ ვნერვიულობთ, მგონი, სცენაზე გასვლის წინ …
მუსიკოსს უნდა სჯეროდეს საკუთარი თავის, იბრძლოს ბოლომდე და უბრალოდ ისიამოვნოს სიმღერის დროს და მაყურებელი ამას აუცილებლად დაინახავს და დააფასებს.
ჩემს შესაძლებლობებს მაყურებელი შეაფასებს, მე ვერ ვაფასებ ჩემს თავს.
თეკლა წვერიკმაზაშვილი
ბავშვობიდან ვუყურებდი სხვადასხვა ქვეყნის ვოისს და ყველაზე საინტერესო მუსიკალური პროექტი იყო ჩემთვის.
სცენაზე პირველად გასვლისას ძალიან გაურკვეველი განცდები მქონდა…თან ძალიან ვნერვიულობდი,თან უდიდესი სიამოვნება იყო და მქონდა მოლოდინი, რომ კარგად დასრულდებოდა ყველაფერი.
ყველაზე მკაფიოდ მახსოვს სალიოს შემობრუნება და შეძახილები, რამაც ძალიან გამამხნევა ბლაინდზე. და, რა თქმა უნდა, რინგზე სტეფანეს ღილაკზე დაჭერის მომენტი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციური მომენტი.
კონკურსანტები ზედმეტად დავმეგობრდით და დავუახლოვდით ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერები არიან, მაინც მეგობრებად აღვიქვამ, კონკურენტად ვერ წარმოვიდგენ ვერცერთს, იმიტომ რომ იმდენად გავშინაურდით ერთმანეთის წარმატება გვიხარია და წარუმატებლობა გვწყინს.
სატელევიზიო პროექტში უმნიშვნელოვანესია ხალხის აზრი. ანუ, მხოლოდ მუსიკალურად უნდა მიუდგე ყველაფერს მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური პროექტია. საკმაოდ რთულია, გათვალო, მაყურებელს რა მოეწონება.
სცენაზე გასვლის წინ ყოველთვის ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ როგორც გავდივარ, საკუთარ თავს ვახსენებ, რომ მაქვს 2 წუთი იმისთვის, რომ ვაჩვენო ხალხს, რა შემიძლია ან რამდენი ვიშრომე. როდესაც ამას ვიაზრებ, ვცდილობ, დავმშვდდე და ჩემი მაქსიმუმი გამოვავლინო.
რეპერტუარის არჩევისას ,,მწვრთნელი’’და მონაწილე ერთად მსჯელობს. ვფიქრობთ, რა სტილი გვინდა,რამდენად გვერგება სიმღერა და ბოლოს მივდივართ ერთობლივ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ორივესთვის მისაღებია.
ძალიან კარგი და გულრწფელი ურთიერთობა გვაქვს მწვრთნელთან. ორ მწვრთნელთან ვიმუშავე და ორივე ისეთი მეგობრულია… ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სტრესულ გარემოსა და სიტუაციას ანეიტრალებენ და არ გვაძლევენ უფლებას, დავიძაბოთ.
ვოკალური მონაცემების გარდა, ვოისის გამარჯვებული აუცილებლად უნდა იყოს მშრომელი და თავდაჯერებული.
ძალიან რთულია წინასწაწრ განსაზღვრო ყველაფერი, თუმცა, ვფიქრობ, ყველა მონაწილეს აქვს გამარჯვების შანსი.
მარიამ შენგელია
ვოისში მონაწილება ძალიან სპონტანურად გადავწყვიტე. სცენა მენატრებოდა, მენატრებოდა ხალხი, თბილი სიტყვები, ის ემოციები, რასაც სცენაზე დგომა ჰქვია და, რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის მოვედი.
მიუხედავად ჩემი გამოცდილებისა, სცენაზე გამოსვლამდე ყოველთვის საოცრად ვნერვიულობ, მაგრამ სცენაზე თავს ვგრძნობ ყველაზე ყველაზე კომფორტულად.
ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ოთხივეს ერთდროულად შემოტრიალდება და ჩემი რეაქცია, ისე ავფორიაქდი შინაგან, ვცდილობდი, რომ ნამღერზე არ ემოქმედა. უმაგრესი მომენტი იყო.
კონკურსანტებს ერთმანეთის მიმართ გვაქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობა, როცა ვცდილობ და შეგვიძლია ხოლმე, რეპეტიციების შემდეგაც სულ ერთად ვართ და კარგად ვატარებთ დროს.
სირთულეები, ვფიქრობ, არ არის, ძალიან სასიამოვნო პროცესია ეს ყველაფერი – უდიდესს გამოცდილებას, სიამოვნებას ვიღებთ ყველა რეპეტიციიდან.
მაქსიმალურად ვცდილობთ, რეპერტუარი ისეთი იყოს, რომ ნებისმიერი მონაწილის მაქსიმალური შესაძლებლობები გამოჩნდეს. ამიტომ ეგ ყველაზე დასაფიქრებელი რამ არის, ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ სიმღერა იყოს მორგებული კონკურსანტზე, რაშიც მენტორებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით.
მწვრთელებლთან გვაქვს იდეალური ურთიერთობა, მე პირადად სტეფანესთან წასვლით ყოველდღე ვრწმუნდები იმაში, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე.
თავდეჯერბულობაა ვოისის გამარჯვებულისთვის მთავარი თვისება. აუცილებლად მიზანდასახული უნდა იყოს და ამბიციურიც.
გამარჯვების უდიდესი სურვილი მაქვს და ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებ, ყველაფერს გავაკეთებ მაქსიმალურად.
იკაკო ალექსიძე
„ვოისი“ ჩემი საყვარელი პროექტია და რადგან საქართველოში დაიწყო, გადავწყვიტე აქ გამოვსულიყავი.
სცენის მონატრება ვიგრძენი პირველად, სცენაზე გასვლისას, და ბედნიერება – არ ვიცი, რთულია ასე აღსაწერად.
ყველაზე კარგად დამამახსოვრდა სალიოს ჩაჩურჩულება და სტეფანეს კომენტარი – „დააგინე?!”
უმეგობრულესი ურთიერთობა გვაქვს ყველას, უთბილესი და მართლა ყველა ძალიან მიყვარს, ყველა ძალიან მაგარია.
სირთულეს ვერ დავარქმევდი უფრო გამოწვევაა, ის, რომ ყველა ტურში სხვადასხვა ჟანრს ვირგებ და, ვფიქრობ, საინტერესოა.
ერთმანეთის გამხნევებით, მეც უფრო მემატება სტიმული და უფრო თავისუფლად ვგრძობ შემდეგ თავს.
მწვრთნელთან შეთანხმებით ვირჩევთ რეპერტუარს და, ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რომ ვარ სტეფანესთან, რადგან მან ზუსტად იცის, რა სიმღერა უხდება მონაწილეს და შემდეგ ვამუშავებთ სიმღერას მწვრთნელთან ერთად.
იდეალური ურთიერთობა მაქვს მწვრთნელთან.
ვოისის გამარჯვებული უნდა იყოს ინდივიდუალური, შრომისმოყვარე, უნდა ფიქრობდეს თავისი თავის განვითარებაზე მუსიკაში, უყვარდეს ახალი გამოწვევები და იყოს ძლიერი.
მე ჩემს თავს ვერ შევაფასებ.
ლიზა კიკაჩეიშვილი
ვოისში მონაწილეობის მიღება გადამაწყვეტინა თვითონ პროექტის ფორმატმა, რაც ძალიან მომწონს, ასევე იმ ვითარებამ, რაც დღეს არის მსოფლიოში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – მუსიკის სიყვარულმა. ვფიქრობ, ამ პროექტის საშუალებით შევძლებ ამ სფეროში განვვითარდე.
სცენაზე პირველად გასვლისას მივხვდი, რომ ეს იყო შანსი, რომელიც არ უნდა გამეშვა და ავღელდი. როდესაც ოთხივე მწვრთვნელი ჩემკენ დავინახხე მობრუნებული, ყველანაირი ღელვა გამიქრა.
ჩემთვის ვოისში გატარებული თითოეული რეპეტიცია და ჩაწერა განსაკუთრებულია, მაგრამ ალბათ მაინც განსაკუთრებულად დამამახსოვრდაა ის, რომ შევძელი და ოთხივე მწვრთვნელი შემოვატრიალე.
კონკურსანტებს ერთმანეთთან იმაზე კარგი დამოკიდებულება გვაქვს, ვიდრე შესაძლებელია, ერთი დიდი ოჯახი ვართ და ერთ–ერთი მიზეზი, თუ რატომაც ღირდა ამ კონკურსში მონაწილეობა, სწორედ ეს ადამიანები არიან.
თითოეული ეტაპის მერე იზრდება პასუხისმგებლობა, შესაბამისად გვიწევს, გამოვიდეთ „კომფორტის ზონიდან“ და შევასრულოთ ტექნიკურად უფრო რთული სიმღერები, რაც საკმაოდ დიდ სირთულეებთან და შრომასთან არის დაკავშირებული.
ჩემს თავს სცენაზე გასვლამდე ვერ ვამხნევებ, ამიტომ ამაში საყვარელი ადამიანები მეხმარებიან.
სალიომ ზუსტად იცის, თითოეული მისი კონკურსანტის შესაძლებლობები, სტილი, გემოვნება. ამიტომ ცდილობს, მოგვარგოს შესაბამისი რეპერტუარი, რომელიც ამავდროულად იქნება გამოწვევაც ჩვენივე განვითარებისთვის.
სალიო არის ყველაზე უშუალო და საყვარელი ადამიანი, მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მეც და ყველა კონკურსანტს, ყველა გამოცდილებას გვიზიარებს, გვაძლევს ძალიან კარგ რჩევებს და მაქსიმალურად გვეხმარება განვითარებაში.
პროექტის სახელიდან გამომდინარეც მარტივი მისახვედრია, რომ მუსიკოსს უნდა ჰქონდეს განსხვავებული, რაღაც ახალი, გამორჩეული და დასამახსოვრებელი ხმა და ტექნიკა იმისათვის, რომ გახდეს გამარჯვებული.
ვფიქრობ, 24–ვე კონკურსანტს, ვინც ახლა ამ პროექტში დავრჩით, თანაბარი შანსები გვაქვს გამარჯვების. ამიტომ ჯანსაღი კონკურენციაა და გაიმარჯვებს ღირსეული, იმედი მაქვს, ეს ღირსეული მონაწილე მე ვიქნები.
Loading…