in ,

გამოყენებული ნიღბები დარგვის შემდეგ ყვავილებად იქცევა

გრაფიკულმა დიზაინერმა მარიენ დე გროტ-პონსიმ გადაწყვიტა, ინოვაციური იდეისთვის ხორცი შეესხა და ქაღალდის ბიოდეგრადირებადი ნიღბები ყვავილების თესლის შიგთავსით დაამზადა.

დიზაინერი ამბობს, რომ ძალიან სწყდებოდა გული, როდესაც ნიღბებით დანაგვიანებულ გარემოს უყურებდა. ამიტომ მსგავსი იდეა გაუჩნდა.

გამიჩნდა იდეა, ნიღბებში მომეთავსებინა ყვავილის თესლი. ამგვარად დედამიწა, ფუტკრები, ბუნება და ხალხი გაბედნიერდებოდა. ნიღბებს შემდეგი სახელით იყიდება: Bee Bloom (აყვავდი) და სამყარო აყვავდებასაც შეძლებს!

მარიენ დე გროტ-პონსი

ეს ნიღაბი ნაჭრის ნიღბის მსგავსად იცავს, შესაბამისად, სასურველია, მეორე, სამედიცინო ნიღაბთან ერთად გამოიყენებოდეს. რეზინის თასმის მაგივრად ცხვრის ნამდვილი მატყლისგან დამზადებული თასმა უკეთია.

ნიღბები, საუკეთესო შედეგის მისაღწევად, ბაღში ან დიდ ქოთანში უნდა დაირგას.

წყარო: tekdeeps.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

სტეფანეს ექვსეულის გულწრფელი ემოციები „ვოისიდან“

კუნძული მალტა ამ ზაფხულს სტუმრობაში თანხას გადაგიხდით