in

„ჩვენ დაგიბრუნდით!“ – ივნისში თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე დასწრებას შეძლებთ

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე სასიამოვნო სიახლეს აქვეყნებს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

ჩვენ დაგიბრუნდით!
ძვირფსო მეგობრებო, სიხარულით გაუწყებთ, რომ თბილისის წიგნის ოცდამესამე საერთაშორისო ფესტივალი 2021 წელს, 24 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით, ფიზიკური სახით გაიმართება. წიგნის მოყვარულებს ფესტივალი ტრადიციულად ექსპო ჯორჯიას პავლიონებში უმასპინძლებს.
მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო, შარშან თბილისის წიგნის ოცდამეორე ფესტივალი პირველად ჩატარდა ონლაინ ფორმატში. წელს კი, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა, ღონისძიების ტრადიციულ ფორმატში დასაბრუნებლად, შეიმუშავა უსაფრთხოების საგანგებო პროტოკოლი და ყველა შეზღუდვის მკაცრად გასაკონტროლებლად დამატებითი სამუშაოები ჩაატარა.
ფესტივალზე სტუმრობის მსურველთათვის, პავილიონებში მოსული დამთვალიერებლების ნაკადების გასაკონტროლებლად, წელს აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის სრულიად ახალ ვებ-გვერდზე: www.tbilisibookfestival.ge, ამავე ვებ-გვერდზე რეგისტრაცია შეუძლიათ გამომფენებსაც.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაცია შესაძლებელია ფესტივალის მხოლოდ ერთ დღეს, რეგისტრაციისას მითითებულ დროის შუალედში, თუმცა ღონისძიებებზე დაწრება შესაძლებელია ყოველ დღე.
აღნიშნულ საიტზე მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა ექნება დეტალურად გაეცნოს ფესტივალის პროგრამას, რომელიც ეტაპობრივად გახდება ცნობილი და მიიღოს სხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია ფესტივალის შესახებ. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ფესტივალი იქნება ჰიბრიდული და ფიზიკური ღონისძიების პარალელურად, მომხმარებლებს, სურვილის შემთხვევაში, წიგნების შეძენა, აღნიშნულ ვებ გვერდზე, საფესტივალო ფასებად ონლაინ რეჟიმშიც შეეძლებათ.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერია თბილისის მერია. ფესტივალის მეგობარია თიბისი.

სასიამოვნო სიახლეა ასევე ისიც, რომ ფესტივალს ჰიბრიდული ხასიათი ექნება, მომხმარებლები წიგნების საფესტივალო ფასად შეძენას ონლაინ რეჟიმშიც შეძლებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ცნობილია – გამოცდები 2021

აშშ-ში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი მაია შიოშვილი პენსილვანიაში კამერული მუსიკის საღამოს გამართავს