in ,

უკრაინელი სტუდენტები GIPA-ში უსასყიდლოდ ისწავლიან

GIPA უკრაინელ სტუდენტებს სრულად დაუფინანსებს სწავლას. მათ საშუალება მიეცემათ ისწავლონ GIPA-ს მოქმედ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე, რომლებსაც ახორციელებენ GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა და GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლა. აღნიშნული სამაგისტრო პროგრამებია მულტიმედია ჟურნალისტიკის და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა, ამასთან საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა.

საკონტაქტო პირები: საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორია ქეთევან ქორქია. ელ-ფოსტა: [email protected], მობ: +995 591510090

ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორია სალომე გველესიანი, ელ-ფოსტა: [email protected], მობ: 595 54 34 42“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში განმარტავენ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველი დღიდან GIPA ყოველმხრივ მხარს უჭერს უკრაინას. GIPA-ს სტუდენტების, პროფესორებისა და ადმინისტრაციის ორგანიზებით უკრაინის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისიება და აქტივობა გაიმართა.

„რადგან GIPA-ს უმთავრესი დანიშნულება ცოდნის გადაცემაა, საზოგადოებას პირველი დღიდან ვთავაზობთ მიმდინარე მოვლენების ანალიზს ჩვენი პროფესორების მიერ, სხვადასხვა Live და ბლოგის ფორმატებში.ასევე, GIPA-ში უკრაინელი ხალხისთვის სისხლის დონაციის აქცია გაიმართა და ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების პუნქტი ფუნქციონირებს. ამასთანავე, წითელ ჯვრის კოორდინირებით, GIPA-ს ფსიქოლოგიის პროფესორები ჩართულები არიან ინიციატივაში Psychological Assistance Group Georgia , რომლის ფარგლებშიც, უკრაინის მოქალაქეთათვის ქართველი ფსიქოლოგების, ფსიქოთერაპევტების და სხვა სპეციალისტების შეთავაზებებისა და სერვისებს უზიარებენ. Radio GIPA-ში კი, ყოველდღე, 18:00 საათზე, პირდაპირ ეთერში უკრაინის ჰიმნი გადის. გარდა ამისა, სტუდენტებთან და ლექტორებთან ერთად, GIPA უკრაინის მხარდასაჭერ სხვა მრავალ პროექტზე მუშაობს“- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ჯგუფი Four Lines მარსელის კინომუსიკის ფესტივალში მონაწილეობს

ქართველ სტუდენტებს რუმინული კომპანია ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობას აძლევს