in

ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დღეს სრულდება

ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დღეს სრულდება. რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. აბიტურიენტმა ამ პერიოდში უნდა გადაიხადოს გამოცდებში მონაწილეობის საფასური და გაიაროს რეგისტრაცია – შეიტანოს პირადი ინფორმაცია, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, მიუთითოს ჩასაბარებელი საგნები.

4 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ დარეგისტრირდება – ვერ შეცვლის პირად მონაცემებს, მითითებულ საგამოცდო ქალაქს, თუმცა 14 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება, საგნის შეცვლა.
მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ (14 აპრილი) საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება.

აბიტურიენტს არაერთხელ შეუძლია შეცვალოს საკუთარი არჩევანი ანუ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალი. ეს შესაძლებლობა აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული თარიღი ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

გზა იდეიდან წარმატებულ ბრენდამდე – თეონა გოგრიჭიანის #ამბავი

ჯგუფი Four Lines მარსელის კინომუსიკის ფესტივალში მონაწილეობს