in ,

სიმსივნესთან ბრძოლის უახლესი აღმოჩენა, რომელსაც „სუპერ ჯარისკაცები“ უწოდეს

ტორონტოში, პრინცესა მარგარეტის სიმსივნურ ცენტრში, მკვლევრებმა ახალ აღმოჩენას მიაგნეს. „სუპერ ჯარისკაცები“ იმუნურ უჯრედებს – T-ლიმფოციტების წარმოადგენს, რომლებიც კიბოს წინააღმდეგ ორგანიზმის დამცავ მექანიზმებად გარდაიქმნებიან.

როგორია მეცნიერული კვლევა?

დოქტორანტებმა ჰელენ იაუსმა, ემა ბელიმ, მეცნიერების დოქტორ დანიელ დე კარვალიოს ხელმძღვანელობით, ჩაატარეს კვლევა, რომელიც მოიცავს ეპიგენეტიკური თერაპიის შემცველ დნმ-ს, მას შეუძლია იმუნური T-ლიმფოციტები გააძლიეროს და გადააქციოს „სუპერ ჯარისკაცებად“ ისე, რომ კიბოს უჯრედების განადგურება შეეძლოთ.

შედეგებმა შეიძლება გაზარდოს იმუნოთერაპია, კიბოს მკურნალობის ახალი პარადიგმა, რომელიც ამჟამად პაციენტთა გარკვეული ნაწილისათვის ეფექტური აღმოჩნდა. ზოგი პაციენტი კარგად რეაგირებს იმუნოთერაპიაზე, მათი სიმსივნე ზომაში მკვეთრად იკლებს, მაგრამ ზოგისთვის – აღნიშნულმა მეთოდმა ნაწილობრივი გამოჯანმრთელების ან საერთოდ უარყოფითი სურათი აჩვენა. ამჟამად კლინიკები და მეცნიერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობენ იმის გასაგებად, რატომ ეხმარება იმუნოთერაპია მხოლოდ ზოგიერთ პაციენტს.

სამომავლოდ ჩვენი მიზანია ამ სტრატეგიის გამოყენება იმუნიტეტის გასაძლიერებლად სიმსივნის წინააღმდეგ.

დოქტორი დე კარვალიო – ტორონტოს უნივერსიტეტის სამედიცინო ბიოფიზიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი

ამ აღმოჩენით დაინტერესებულმა მკვლევრებმა თერაპიის გამოყენება თავიანთ ლაბორატორიაში დაიწყეს. მათ გამოაცალკევეს T-ლიმფოციტები ჯანმრთელი დონორებისგან და, ასევე – მკერდის, საკვერცხისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს მქონე პაციენტებისაგან. შედეგებმა დაადასტურა, რომ ეპიგენეტიკური თერაპია აძლიერებს T- უჯრედებში კიბოს მოკვლის უნარს.

კვლევის შედეგად დავინახეთ, რომ უჯრედები თითქოს „სუპერ ჯარისკაცები“ გახდნენ კიბოს უჯრედების გასანადგურებლად”

დოქტორი დე კარვალიო

კვლევას მხარს უჭერს კანადის ჯანდაცვის კვლევითი ინსტიტუტები (CIHR), პრინცესა მარგარეტ კიბოს ფონდი, ტერი ფოქსის კვლევითი ინსტიტუტი, ონტარიოს კიბოს კვლევის ინსტიტუტი, კანადის კიბოს საზოგადოების ინოვაციური ჯილდო და Scotiabank კვლევის კათედრა.

შესაძლოა, ტორონტოს სამეცნიერო აღმოჩენა მომავლის იმედი გახდეს სიმსივნით დაავადებული ადამიანებისათვის.

იხილეთ სამეცნიერო სხვა საინტერესო ამბები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
apple-ი

Apple-ი სმარტფონების მწარმოებლის პირველობას იბრუნებს – გაყიდვების რეკორდული ოდენობა

Microsoft Word-ის ახალი ფუნქცია – აკრეფისას ტექსტს გიწინასწარმეტყველებთ