in , ,

ფსიქოდელიურ თერაპიას შესაძლოა დეპრესიული ტვინის გადატვირთვა შეეძლოს

ძლიერ ჰალუცინოგენურ პრეპარატს, რომელიც შამანური რიტუალების ნაწილია, პირველად იკვლევენ, როგორც პოტენციურ დეპრესიის საწინააღმდეგო პრეპარატს.

კვლევის მონაწილეები პრეპარატ DMT-ის მიიღებენ, რასაც სასაუბრო თერაპია მოჰყვება.

კვლევის შედეგად, შესაძლოა, ალტერნატიული სამკურნალო საშუალება გამოჩნდეს მათთვის, ვისაც ჩვეულებრივ დეპრესიის საწინააღმდეგო აბებზე რეაქცია არ აქვთ.

მკვლევრებს სჯერათ, რომ ფსიქოდელიურმა თერაპიამ შესაძლოა უფრო ხანგრძლივი დახმარება გაუწიოს პაციენტებს დეპრესიის სიმპტომებთან ბრძოლის კუთხით.

„ჩვენ გვჯერა, რომ გავლენა, თითქმის, დაუყოვნებელი და უფრო ხანგრძლივი იქნება, ვიდრე ეს ჩვეულებრივი ანტიდეპრესანტების შემთხვევაშია შესაძლებელი.“

ქეროლ რუთლეჯი, Small Pharma-ს მთავარი სამედიცინო ოფიცერი

„სულის მოლეკულა“

პრეპარატი ცნობილია, როგორც „სულის მოლეკულა“, რადგან ის ადამიანის ცნობიერებას ცვლის და ჰალუცინაციებს წარმოშობს, რომელთაც სიკვდილთან მიახლოებულ გამოცდილებას ადარებენ.

ის ასევე აქტიური ინგრედიენტია აიაჰუასკაში, ტრადიციულ ამაზონიის მცენარეულ სამკურნალო პრეპარატში, რომელსაც სულიერი განმანათლებლობა მოაქვს.

მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ამ პრეპარატს შეუძლია ხელი შეუწყოს ტვინის ფიქსირებული ბილიკების მოდუნებას, რომელთა გადატვირთვაც არის შესაძლებელი სასაუბრო თერაპიის მეშვეობით.

კეტამინის კლინიკა

იმავდროულად, ბრისტოლში მომდევნო კვირას გაიხსნება თერაპიული კლინიკა, რომელიც კეტამინს გამოიყენებს.

მართალია, პრეპარატი კეტამინი უკვე გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ, თუმცა არა ფსიქოთერაპიის თანხლებით.

University of Exeter-ის ფსიქოფარმაკოლოგიის პროფესორის სელია მორგანის კვლევის თანახმად, დეპრესიის მკურნალობისას კეტამინს თერაპიასთან ერთად გაცილებით უფრო ხანგრძლივი ეფექტი აქვს.

„ეს პრეპარატები, როგორც ჩანს, შესაძლებლობას გაძლევთ, რომ ცხოვრებისეულ რთულ გამოცდილებებს მიუახლოვდეთ, დასხდეთ ამ სტრესთან ერთად და გადაამუშაოთ ის.“

სელია მორგანი, University of Exeter-ის ფსიქოფარმაკოლოგიის პროფესორი

წყარო: bbc.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

კოღოს ცილა მომაკვდინებელ ვირუსებს ასუსტებს – სამეცნიერო დასკვნები

TINDER –ის აპლიკაცია მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს