in

ჩვენს გალაქტიკაში შესაძლოა, სულ მცირე 36 გონიერი არამიწიერი ცივილიზაცია არსებობს

ახალი კვლევის მიხედვით, ჩვენს გალაქტიკაში მოაზროვნე და კომუნიკაციის დამყარების უნარის მქონე უცხოპლანეტელთა არაერთი ცივილიზაცია შეიძლება არსებობდეს.

გამოყენებული პარამეტრების მიხედვით, ირმის ნახტომში უნდა არსებობდეს სულ მცირე 36 ისეთი ცივილიზაცია, რომელსაც საკომუნიკაციო სიგნალების გადაცემა შეუძლია; მკვლევართა აზრით, ასეთ ცივილიზაციათა რაოდენობა შეიძლება, უფრო მეტიც იყოს.

„თუ დავუშვებთ, რომ სიცოცხლის გონიერი ფორმის ჩამოყალიბებას დედამიწის მსგავსად სხვა პლანეტებზეც ხუთი მილიარდი წელი სჭირდება, ჩვენს გალაქტიკაში სულ მცირე რამდენიმე ათეული ცივილიზაცია უნდა იყოს“, – ამბობს გაერთიანებული სამეფოს ნოტინგჰემის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი კრისტოფერ კონსელაისი.

მისი თქმით, ახალი მეთოდის იდეა ევოლუციის ძებნაა, მაგრამ კოსმოსური მასშტაბით; ასეთ გათვლებს მათ კოპერნიკის ასტრობიოლოგიური ზღვარი უწოდეს.

კვლევის თანაავტორის, ტომ ვესტბის თქმით, აქამდე არსებული შეფასებები ვარაუდებზე და მოსაზრებებზე იყო დაფუძნებული, რაც ამ რიცხვების არსებით ცვალებადობას იწვევდა.

“ჩვენი კვლევა, რომელიც ახალ მონაცემებს ეყრდნობა, ამ შეფასებებს უფრო მარტივს ხდის. შესაბამისად, აქტიური ცივილიზაციების რიცხვიც უფრო სანდოა”, – აცხადებს ვესტბი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

სწორი ცვლილებები საჭირო დროს ანუ რებრენდინგი

#სტარტაპერები WebApp – პროგრამული უზრუნველყოფა თქვენი ბიზნესისთვის