in ,

წონაში კლების ახალი მეთოდი – კვლევის უნიკალური შედეგები

დღესდღეობით ჭარბი წონის პრობლემა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში უამრავ ადამიანს აწუხებს. ამ მხრივ განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატები გამოირჩევა, მათი მოსახლეობის 40% აღნიშნულ დაავადებას ებრძვის. სტატიაში წონაში კლების ახალი მეთოდი უნდა წარმოგიდგინოთ.

ჭარბწონიანობის სამკურნალოდ ორი ხელოვნური გზა არსებობს – ბარიატრიული (ე.წ. კუჭის) ოპერაცია და მედიკამენტური მკურნალობა. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს უკანასკნელი საკმაოდ სახიფათო ფორმას წარმოადგენს. შესაძლოა, კონკრეტული ადამიანისათვის კონკრეტულ პრეპარატს მწვავე უკუჩვენება მოჰყვეს.

მეცნიერების მიერ აღმოჩენილმა ახალმა ექსპერიმენტმა, შესაძლოა, ჭარბწონიანი ადამიანების ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს უკეთესობისაკენ. ექსპერიმენტი ჩიკაგოს ერთ-ერთი უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებს ეკუთვნით. მათ მსოფლიოს 16 ქვეყნიდან 2000-მდე პაციენტს 15 თვის განმავლობაში იკვლევდნენ, რომლის პარალელურად ორ პრეპარატს – სემაგლუტიდსა (II ტიპის დიაბეტის სამკურნალო საშუალება) და პლაცებოს ასმევდნენ. პაციენტთა უმრავლესობამ წონის 15-დან 20%-მდე ერთეული დაიკლო.

პირველად ისტორიაში – ეს მეთოდი საოცარ შედეგებს მოიტანს. ადამიანები შეძლებენ, მათთვის საოცნებო სხეული მიიღონ.

რეიჩელ ბატერჰემი – ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევარი

წონაში კლების ახალი მეთოდი ადამიანის თავის ტვინსა და მადის აღგზნების ცენტრებზე ზემოქმედებს – რის შედეგადაც პაციენტი თავს დანაყრებულად გრძნობს.

მკვლევართა გარკვეული ნაწილი ხალხს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, ვინაიდან მოცემული ექსპერიმენტი განსაკუთრებულად ჭარბი წონის კატეგორიისათვის ეფექტური აღმოჩნდა, თუმცა, საგულისხმოა, რა შედეგს მოიტანს პრეპარატი სხვა წონითი კატეგორიის ადამიანებისათვის.

იხილეთ ამ კატეგორიის სხვა სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
Bumble-ის აღმასრულებელი დირექტორი

გაცნობის აპლიკაცია Bumble-ის აღმასრულებელი დირექტორი მილიარდერი ხდება

მოტივაციის პლატფორმა #მეშევძელი, რომელიც წარმატების ისტორიებს აერთიანებს

#მეშევძელი – პლატფორმა, რომელიც წარმატების ისტორიებს აერთიანებს