in ,

ისწავლე და დასაქმდი – თბილისის მერიის უფასო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის მერია

ისწავლე და დასაქმდი – ქალაქ თბილისის მერიის მოკლევადიანი სასწავლო პროგრამაა, რომელიც 2018 წლიდან მოქმედებს.

რეგისტრაცია

პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია 18 წელს გადაცილებული იყოთ, მინიმალურ საბაზისო განათლებას ფლობდეთ და თბილისში იყოთ რეგისტრირებულები.

2021 წლის პროგრამაზე მიღება 17 თებერვალს დაიწყო და რეგისტრაციის ბოლო ვადა 27 თებერვალია.

პროგრამის მიზანი

მოკლევადიანი სასწავლო პროგრამის მიზანი სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობაა. საგულისხმოა, რომ 2021 წლის პროგრამაში პრიორიტეტი Covid-19 პანდემიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს მიენიჭებათ. მათ, ვინც გლობალური პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს.

სპეციალობები, რომლებსაც პროგრამა გთავაზობთ

თბილისის მერიის მოკლევადიანი სასწავლო კურსებია: ამზომველ-გეოდეზისტი, ფილამწყობი, ელექტრიკოსი, შემდუღებელი, კონდიცირების სისტემის მემონტაჟე, სანტექნიკისა და გათბობა-წყალგამაცხელებელი სისტემების მემონტაჟე, მღებავი და მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი.

სარეკლამო სააგენტო “გეგიძე” კი თბილისში მცხოვრებთათვის ისეთი პროფესიული კურსის შეთავაზებას გეგმავს, როგორებიცაა – ციფრული მარკეტინგი, გრაფიკული დიზაინი, UI/UX დიზაინი, ვებ დეველოპმენტი WordPress.

აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ბმულს: https://lnkd.in/eV5tzav

პროგრამის ხანგრძლივობა

აღნიშნული პროექტის – ისწავლე და დასაქმდი – სასწავლო კურსების ხანგრძლივობა განსხვავებულია და ის 2-დან 3 თვემდე მერყეობს.

პროგრამის შედეგები

2018-2019 წლებში პროგრამას 2100 კურსდამთავრებული ჰყავდა, საიდანაც 1800 ადამიანი დასაქმდა.

2020-2021 წლის პროგრამის ფარგლებში ჯამში 4000 ადამიანი ჩაერთვება მოკლევადიან სასწავლო კურსებში. აქედან კი – 3500 დასაქმდება.

გაეცანით სასარგებლო სტატიას: რეზიუმე, რომლითაც საოცნებო სამსახურში აგიყვანენ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ყველაზე საჭირო ნივთები, რომელთა ყიდვა ონლაინმაღაზიებში ბიუჯეტურ ფასად შეგიძლიათ

საკუთარ სხეულთან გაუცხოება – კორონავირუსის ყველაზე უცნაური სიმპტომი