in

საქართველოში კორონავირუსი იუბილარია – 1 წელი მსოფლიო პანდემიის მხარდამხარ

მსოფლიო პანდემიის დიდ „ოჯახს“ საქართველო ზუსტად ერთი წლის წინ შეუერთდა. პირველი პაციენტი საქართველოს მოქალაქე იყო, რომელიც ქვეყანაში ირანის გავლით აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

ამ ფაქტის შემდეგ, სოციალურ ქსელში ყოველი მეორე ქართველი „თავისებურ“ აღრიცხვას ატარებდა და რუდუნებით იკვლევდა ვისგან – ვის, როდის, რა ვითარებაში და რამდენი ხნით გადაედო კორონავირუსი.

სწორედ დღეიდან დაიწყებს ჩვენი Facebook-Memory კორონა-ამბების შეხსენებას.

დღევანდელი მოცემულობით კი, ქვეყანაში პანდემიური მდგომარეობა ნელ-ნელა სტაბილურდება.

კორონავირუსი

ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ 270137-ს აღწევს, ბოლო 24 საათში კი – 337 პაციენტია დაფიქსირებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში – 320 პაციენტმა დაამარცხა Covid19 (სულ 264047), გარდაცვლილი შემთხვევა კი ქვეყანაში 3485-ს უტოლდება.

ამავე თემაზე:

როგორ განვიკურნოთ Covid19-ით გამოწვეული „მასობრივი ტრავმისგან“?

როდის მოგვიწევს აცრა – ყველაფერი COVID-19-ის ვაქცინაზე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

საქართველოში დასაქმების ონლაინფესტივალი პირველად ჩატარდება

გამოცდებისათვის რეგისტრაცია პირველი მარტიდან დაიწყება