in ,

სად შემიძლია ვიმუშაო – Co-working ადგილები თბილისში

მშვიდი და მეგობრული გარემო, კომფორტი, ინსპირაცია და ახალი შესაძლებლობები Co-working სივრცეების მთავარი დადებითი მხარეა. სწორედ ამიტომაც, საერთო სამუშაო სივრცეებს ყოველდღიურად გაცილებით მეტი და მეტი ადამიანი სტუმრობს.

როდესაც მსგავს სივრცეს ირჩევ, ეს ნიშნავს ახალ კავშირსა და შესაძლებლობებს. საერთო სივრცე ასევე კომფორტულია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც კონკრეტულ დროს ან ადგილას ყოფნა არ სჭირდებათ. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ იმ სამუშაო სივრცეებს, რომლებიც თბილისში საკმაოდ დიდი პოპულარულობით სარგებლობს. 

Terminal

Terminal-ი მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც აერთიანებს საერთო სამუშაო სივრცეებსა და საკონფერენციო ოთახებს. ტერმინალის მთავარი უპირატესობა პროდუქტიული მუშაობისთვის საჭირო ყველა ელემენტი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისი და ლოფტის სტილის დიზაინია, რომელიც სასიამოვნო გარემოს გიქმნით და თქვენი ინსპირაციის წყაროც ხდება. რაც მთავარია, ტერმინალს თბილისის მასშტაბით რამდენიმე ფილიალი აქვს.

KD4US

KD4US ქმნის დადებით და პროდუქტიულ გარემოს, რომელიც ზრდის თანამედროვე საქმიანი ადამიანის მოტივაციას და აკავშირებს საინტერესო პერსონებს ერთმანეთთან. KD4US ყველა სტუმარს 24-საათის განმავლობაში ემსახურება. პაკეტები და ფასები მორგებულია თქვენს საჭიროებებზე. 


Tbilisi impact Hub

Tbilisi impact Hub – საერთაშორისო ქსელის წევრი კომპანიაა. Impact Hub 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და მათი აბონიმენტის შეძენის შემთხვევაში, მისი გამოყენება ყველა იმ ქვეყანაში შეგიძლიათ, სადაც კომპანიაა წარმოდგენილი. Impact Hub-ს ირჩევენ, როგორც ფრილანსერები, ისე მცირე ზომის კომპანიები. დღის განმავლობაში საშუალება გაქვთ ისარგებლოთ Impact Hub-ის სამზარეულოთი, რომლის ღირებულება აბონიმენტში შედის.

Tech park

ტექნოპარკი სტუმრებს დილის 8 საათიდან ღამის 12 საათამდე მასპინძლობს. ტექნოპარკის გამოყენება ნებისმიერ თქვენგანს უფასოდ შეუძლია, მთავარია თქვენის საჭირო სამუშაო სივრცე წინასწარ დაჯავშნოთ.


მასალა მოამზადა ირინკა ლომსაძემ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

კომპანია, რომელიც თანამშრომელთა შერჩევის პროცესს გაგიმარტივებთ

ჯანსაღი ცხოვრების რეცეპტი ლაშა ილურიძისგან – Venue.რჩევები