in

უსინათლო ადამიანებს ბადურის იმპლანტების საშუალებით მხედველობა აღუდგებათ

უსინათლო ადამიანებს რომ  მხედველობა დაუბრუნდებათ, დაუჯერებელი ამბავია, სასწაულების ან თუნდაც სამეცნიერო ფანტასტიკის მსგავსია. მეცნიერებისთვის ბადურის იმპლანტები საუკუნეების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. 

2015 წლიდან დიეგო ღეცი და მისი გუნდი ბადურის იმპლანტს ავითარებენ, რომელიც კამერით აღჭურვილ ჭკვიან სათვალესთან და მიკროკომპიუტერთან მუშაობს.

„ჩვენი სისტემა იმისთვისაა შექმნილი, რომ უსინათლო ადამიანებმა ელექტროდების გამოყენებითა და  ბადურის უჯრედების სტიმულირებით დანახვა შეძლონ“ 

ამბობს ღეცი

ჭკვიან სათვალეებში ჩასმული კამერა მფლობელის მხედველობის არეში სურათებს აღბეჭდავს და მიკროკომპიუტერში მონაცემებს გზავნის, რომელიც სათვალის ბოლო ნაწილშია მოთავსებული. ელექტროდები ბადურას ასტიმულირებენ და სურათის გამარტივებულ, შავ-თეთრ ვერსიას ხედავენ. ეს გამარტივებული ვერსია სინათლის წერტილებისგან შედგება და ბადურის უჯრედების სტიმულირებისას ჩნდება. მომხმარებლებმა სინათლის მრავალი წერტილის ინტერპრეტაცია უნდა ისწავლონ, რათა ფორმები და საგნები ჩამოაყალიბონ.

მხედველობის გასაზომად ორი პარამეტრი გამოიყენება: მხედველობის ველი და რეზოლუცია. ამიტომ ინჟინრებმა სისტემის შესაფასებლად ისინი გამოიყენეს. ღეზის განმარტებით, შედეგებმა დაადასტურა, რომ თითოეული ელექტროდი ბადურის სხვადასხვა ნაწილს ააქტიურებს. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ სისტემის შესაძლებლობები კლინიკური კვლევებისთვის მზად არის. მაგრამ გუნდს ცოტა ხნით ლოდინი მოუწევს, ვიდრე მათი ტექნოლოგია რეალურ პაციენტებში ჩაინერგება.

წყარო:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

6 კუნძული, COVID-19-ის დაბალი მაჩვენებლით, რომელიც ტურისტებისთვის ღიაა

Moderna და Pfizer-ი საბავშვო კოვიდ-ვაქცინას ქმნიან