მალტა 2021 წლის ზაფხულში თითოეულ სტუმარს შერჩეულ სასტუმროებში სამ დღეს დაუფინანსებს. აღნიშნული ინიციატივა მალტის ტურიზმის სააგენტომ საერთაშორისო ტურიზმის განახლებისათვის გამოიჩინა. მოგზაური მიიღებს 100 ევროს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს დაჯავშნისთვის, 75 ევროს – ოთხვარსკვლავიანისთვის, ხოლო 50 ევროს – სამვარსკვლავიანისთვის.
მოგზაურს ამდენივეს გადაუხდიან სასტუმროებიც, რაც ნიშნავს, რომ მას შესაძლებლობა ეძლევა, გაორმაგებული თანხა გამოიმუშაოს. კერძოდ, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში სამდღიანი დასვენების სანაცვლოდ – 200 ევრო. ამასთან, მოგზაურები, რომლებიც მალტის პატარა კუნძულ გოზოს ესტუმრებიან, აღნიშნულ თანხასთან ერთად დამატებით 10%-ს მიიღებენ.
მალტის კუნძულებზე იკლებს ინფიცირებულთა რაოდენობა. გარდა ამისა, მალტას ევროკავშირის მასშტაბით ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.
მოგზაურების მოსაზიდი კამპანია მალტას დაახლოებით 3 500 000 ევრო დაუჯდება და ეს წამოწყება უცხოელი ტურისტებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, ესტუმრონ მდიდარი ისტორიის, ულამაზესი სანაპიროსა და კინემატოგრაფიული ფონის მქონე მალტას.
წყარო: Forbes.com
Loading…