in

“ლინკლერნი” – ჩვენ გვჯერა მოგზაურობისა და განათლების ჰარმონიული სინთეზის



Მუდმივი ზრდა პროფესიაში მნიშვნელოვანია, ვინაიდან მსოფლიო სწრაფად ვითარდება და საჭიროა, თანამედროვეობას არ ჩამოვრჩეთ. ხშირად, კარიერული განვითარების შესაძლებლობები უცხოურ ბაზარს უკავშირდება, რადგან ევროპული გამოცდილების მიღება, ჩვენს პროფესიულ ხედვას, კიდევ უფრო მეტად ავითარებს. Სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს კომპანია “ლინკლერნი”, რომელიც პროფესიული კუთხით,  საგანმანათლებლო ტურებს გთავაზობთ.

Ჩვენ კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ნინი ბარამიძეს ვესაუბრეთ.

როგორ გაჩნდა ლინკლერნის იდეა?

იდეა დაიბადა ჩემი და ანას(ანა ღვინიაშვილი, თანადამფუძნებელი) საერთო ხედვის შედეგად. ათ წელზე მეტია ტურიზმის სფეროში ვარ, მიმუშავია არაერთ საერთაშორისო კომპანიასთან, თავისმხრივ ანას კი ათ წლამდე გამოცდილება აქვს განათლების მიმართულებით. არსებული რეალობიდან გამომდინარე, გვინდოდა შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც საზღვარგარეთ განათლების მიღების შესაძლებლობების შექმნასთან ერთად, სხადასხვა მიმართულების პროფესიონალებს კვალიფიკაციის ამაღლებასა და არსებული უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარებოდა.

შეგიძლიათ გვითხრათ ლინკლერნის სერვისების სპექტრის შესახებ?

ჩვენი სერვისი მოიცავს საგანმანათლებლო ტურებს პროფესიული მიმართულებით. მაგალითად, თქვენ ხართ ადამიანური რესურსების მართვის წარმომადგენელი და სურვილი გაქვთ აიმაღლოთ ცოდნა, ჩვენი HR ტურით, საშუალება გეძლევათ უშუალოდ უცხოელი კოლეგებისგან მიიღოთ და გაიღრმავოთ პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნა. 

ტურის დაგეგმარებისას, ყოველთვის ვტოვებთ თავისუფალ დროს, რაც ქალაქისა და ადგილობრივი კულტურის უკეთ შეცნობაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. 

ცალკე აღნიშვნის ღირსია საკონსულტაციო სერვისი, რაც საგრძნობლად გაგიადვილებთ თქვენთვის საჭირო პროგრამის, ტრენინგისა თუ კონფერენციის მოძიებას და მასთან დაკავშირებლი ყველა სირთულის დაძლევაში.   

რა არის თქვენი მთავარი მისია?

ჩვენ გვჯერა მოგზაურობისა და განათლების ჰარმონიული სინთეზის და სურვილი გვაქვს,  თქვენს პიროვნულ და პროფესიულ ზრდაში დაგეხმაროთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Tasteit App-ი გაეშვა – აპლიკაციაში ხუთ დღეში მომხმარებლების რეკორდული რაოდენობა დარეგისტრირდა