in , ,

რუსი მეცნიერები პრეისტორიულ ცხოველურ ვირუსებს სწავლობენ

ციმბირის სახელმწიფო ლაბორატორია პრეისტორიული ვირუსების კვლევას იწყებს. ეს ვირუსები ცხოველების ნაშთებშია შენახული.

ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო ცენტრისა და იაკუტსკის უნივერსიტეტის მიერ წარმოებული კვლევა პრეისტორიული ცხენების ქსოვილების კვლევით დაიწყება. საკვლევი ცხოველები სულ მცირე 4500 წელს ითვლიან.

მკვლევრები სხვა პრეისტორიული ცხოველების შესწავლასაც აპირებენ. ეს ცხოველებია: ლოსი, ძაღლი, კაკაბი, კურდღელი, მღრღნელები, მალოლიახოვსკის მამონტი და სხვ.

ცხოველის ზოგი ნაშთი 50 000-მდე წელსაც კი ითვლის. ყველა ცხოველი მზარლობის შედეგად აღმოაჩინეს.

ჩნდება კითხვა, ხსნის თუ არა მსგავსი კვლევები „პანდორას ყუთს“, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ასეთ ვირუსებს სწავლობენ.

იმის გათვალისწინებით, რომ არქტიკაში გლობალური დათბობა საშუალოზე ორჯერ სწრაფად მიმდინარეობს, საგულისხმოა, რომ მზარლობის პროცესი კიდევ უფრო მეტს გამოავლენს.

იაკუტსკის უნივერსიტეტის მამონტის მუზეუმის ლაბორატორიის ხელმძღვანელი მაქსიმ ჩეპრასოვი აღნიშნავს, რომ პალეო-ვირუსებზე კვლევას ისინი პირველად ატარებენ.  

„ვირუსოლოგიის ცენტრ “ვექტორს” სურს, რომ აღმოაჩინოს პალეო-ვირუსები, რაც რუსეთში პალეოვირუსოლოგიის განვითარებას შეუწყობს ხელს.“

ოლესია ოხლოპკოვა „ვექტორის“ მეცნიერი

წყარო: bigthink.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
google autodraw

Google Autodraw თქვენს უხეშ მონახაზს მშვენიერ სიმბოლოდ უფასოდ აქცევს

სად ვისწავლით გერმანულს უფასოდ

სად ვისწავლით გერმანულს უფასოდ