in , ,

„პლაცებოს ეფექტი“ შეიძლება ისეთივე ძლიერი იყოს, როგორიც ფსიქოდელიური ნივთიერებები

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის ახალმა კვლევამ LSD-ს მიკროდოზირების ფსიქოლოგიური შედეგები 191 მოხალისეში შეისწავლა. LSD-სა და პლაცებოს ჯგუფებმა სტატისტიკურად მსგავსი შედეგები აჩვენა.

შვეიცარიელმა ექიმმა Paracelsus-მა შეისწავლა ქიმიკატები, რომლებიც მცირე დოზებით განკურნებადია, თუმცა დიდი დოზების მიღებისას, შეიძლება, ტოქსიკურიც აღმოჩნდეს.

მე-16 საუკუნის „ტოქსიკოლოგიის მამამ“ თავისი კარიერა მიუძღვნა ქიმიკატების გავლენას ადამიანის ბიოლოგიასა და ცნობიერებაზე. თანამედროვე კვლევების შედეგად კი ფსიქოდელიური ნივთიერებების ჭარბი დოზირება შეიძლება, ფსიქოლოგიურად საზიანო იყოს, თუმცა – არა მომაკვდინებელი, რაც მათ იდეალურს ხდის შესასწავლად.

ადამიანებში მათი მიღების დღევანდელი ტენდენცია სავალალოა, სწორედ დოზირების გამო. მათ ხშირ შემთხვევაში მასტიმულირებლად იყენებენ ყოველგვარი ცოდნის გარეშე, რაც, კვლევების მიხედვით, იწვევს ფსიქოლოგიურ აშლილობას.

კვლევა 191 მოხალისეს შორის მიმდინარეობდა. მოხალისეებს არ ჰქონდათ ინფორმაცია კაფსულების შესახებ, ისინი კოდირებული იყო და ამის შესახებ მხოლოდ მკვლევრებმა იცოდნენ.

შედეგები ორივე ჯგუფისთვის, როგორც LSD-იანი, ისე ცარიელი კაფსულების მიღებისას, იდენტურად მსგავსი იყო – ისინი თავს ბედნიერად გრნობდნენ, იყვნენ მეტად გონებაგახსნილნი და ცხოვრების მიმართ მადლიერები. მათ ასევე ნაკლები შიშები გამოუვლინდათ.

Balázs Szigeti ერთ-ერთი მკვლევარია და, მისი თქმით, შედეგები ე.წ. პლაცებოს ეფექტის დამსახურებაა და არა მედიკამენტების ფარმაკოლოგიური შემადგელობის.

ჩვენი გონების სიძლიერე შეიძლება იყოს საკმარისი იმისათვის, რომ ვიგრძნოთ მეტი კმაყოფილება ცხოვრებისგან და ვისწავლოთ გონების მართვა. თუ ეს შესაძლებელია პლაცებოთი, საკითხავია, რატომ ვისწრაფვით მეტი ფარმაკოლოგიური მედიკამენტების შექმნისკენ. თუმცა, გასაგები კიდევ ბევრი დეტალია, ამიტომაც დღემდე მიმდინარეობს ინტენსიური სიღრმისეული კვლევები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

იტალიის სახელმწიფო სტიპენდიები 2021-2022 წლისათვის – ფაკულტეტები და დეტალები

გიორგი ხერგიანი

გიორგი ხერგიანი – „სხვა გზა არ არის“