ტაილანდელი მკვლევრების აზრით, კორონავირუსით დაავადებული პაციენტები ოფლიანობის დროს სპეციფიკურ მკაფიო სუნს გამოყოფენ, რომელიც მეძებარ ძაღლებს ვირუსის აღმოჩენის საშუალებას აძლევს.
აქედან გამომდინარე, ტაილანდში 6-თვიანი საწვრთნელი კურსით ლაბრადორის ჯიშის 6 ძაღლი გაწვრთნეს. მათ 2 წამში შეუძლიათ ინფიცირებული ადამიანის იდენტიფიკაცია.
Channel NewsAsia (CNA) – ს თანახმად, ტაილანდის ჩულალონგკორნის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, პროფესორ ქეივალე ჩატარონგის ხელმძღვანელობით, დაადგინეს Covid-პაციენტების სპეციფიკური სუნის არსებობა.
„ძაღლებს შეეძლებათ ასეთი ადამიანების ამოცნობა. მათიც, ვისაც ცხელება არ უფიქსირდება. ოთხფეხა არსებებს კოვიდინფიცირებულის გამოვლენა 94,8% სიზუსტით შეუძლიათ”
ნათქვამია კვლევაში
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ძაღლების დახმარებით ვირუსის აღმოჩენა უფრო ეფექტური მეთოდი იქნება, ვიდრე ტემპერატურის შემოწმება. ამიტომ იგეგმება ამ მეთოდის დანერგვა და აეროპორტებში, ან ადამიანთა თავშეყრის სხვა ადგილებში გამოყენება.
წყარო: bangkokpost.com
Loading…