„ტერმინალმა“ EuroAsian Startup Awards-ის ჯილდო მოიპოვა ნომინაციაში – წლის საუკეთესო საერთო სამუშაო სივრცე. ამის შესახებ „ტერმინალმა“ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
ფინალში ქართული კომპანიის კონკურენტები იყვნენ: რუსეთი – tceh, უკრაინა – Creative Quarter და მოლდოვა – iHUB; Generator Hub.
„ტერმინალი“ არის მულტიფუნქციური საერთო სამუშაო სივრცე ინდივიდუალური მაგიდებით, კერძო საოფისე სივრცეებით, ლაუნჯ და მოსასვენებელი ზონებით, კაფე-ბარით, ტერასითა და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით 24/7-ზე.
Loading…