in

ფოტოგრაფ ბილი ბილიხოძის #ამბავი

ადამიანი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ რადიკალურად შეცვალა პროფესიული ცხოვრება, წამოვიდა ერთერთი რუტინული და ყოველდღიური საქმიანობიდან, აიღო აპარატი და დაიწყო იმის კეთება, რაც ანიჭებდა სიამოვნებასასე ახასიათებს 36 წლის თვითნასწავლი ფოტოგრაფიბილი (დავით) ბილიხოძე საკუთარ თავს.

სოციალურ ქსელებში მისი ფოტოები განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს – საკუთარი სტილის, გამორჩეული თემატიკის, ფერებისა და ხედვის დამსახურებით.

გთავაზობთ „ვენიუს“ ინტერვიუს ბილი ბილიხოძესთან.

ფოტოგრაფიით როდის დაინტერესდი და, ამ ეტაპზე, რა ადგილი უკავია შენს ცხოვრებაში?

– ფოტოგრაფიით, დაახლოებით, ხუთი წლის წინ დავინტერესდი. თავიდან ტელეფონით დავიწყე გადაღება, მალევე მეგობარმა მაჩუქა „Canon-ის“ ფოტოაპარატი, რომელიც ჩემი პირველი ციფრული ფოტოაპარატი იყო.

უკვე ხუთი წელია ეს არის ჩემი პროფესიაც, საყვარელი საქმიანობაც, ჰობიც და ყოველდღიურობა. ამიტომ, საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში.

– რამდენად პერსპექტიულია საქართველოში ფოტოგრაფობა / ფოტოგრაფია?

– სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არ არის ისეთი პერსპექტიული, როგორსაც ვისურვებდი, რომ ყოფილიყო.

მიღწევები, რომლითაც ამაყობ.

– ჩემი ფოტოები დაიბეჭდა ჟურნალ „National geographic-ის“ რამდენიმე ნომერში. იყო კიდევ პატარ-პატარა საამაყო მიღწევებიც, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად ამას გამოვყოფდი.

– სჭირდება თუ არა ფოტოგრაფიას განწყობა და როგორ არჩევ გადასაღებ თემატიკას?

– ჩემი აზრით, როცა საყვარელ საქმეს აკეთებ, განწყობის არქონა ძალიან იშვიათია. თემატიკას რაც შეეხება, წინასწარ არასოდეს ვიცი, რას მიმზადებს სამყარო და ამიტომაც არის ჩემთვის ასე საინტერესო.

განსაკუთრებით რისი გადაღება გიტაცებს?

– მწერებისა და მცენარეების მაკროფოტოების.

– ფოტო, რომელიც გამორჩეულად გიყვარს.

ფოტოგრაფიის მიმართულებით რა სამომავლო გეგმები გაქვს?

– კონკრეტული გეგმები არ მაქვს. ამჟამად  ვმუშაობ ინტერიერ-ექსტერიერისა და არქიტექტურის მიმართულებით.

გეგმას წარმოადგენს მუშაობა საკუთარ თავზე, ახალი გამოწვევების მიღება და ახალი მიმართულებების აღმოჩენა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

21-ე საუკუნის ამერიკელები, რომლებიც ტექნოლოგიებს არ აღიარებენ

თეა პერტაია – „სხვა გზა არ არის“