in ,

Hugo Suissas-ს „ვაქცინის კოშკები“

ჰუგო სუისას შექმნილი სერია სახელწოდებით „ვაქცინის კოშკები“ ცნობილ ღირსშესანიშნაობებს სამედიცინო ნემსების ვიზუალით წარმოადგენს.

2020 წლის მარტში სუისამ შექმნა სერია სახელწოდებით „სახლის ფორმის დროშები“, რისი მიზანიც ხალხისთვის სახლში დარჩენის მოწოდება იყო. ამჯერად კი სუისამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ღირსშესანიშნაობები ვაქცინაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიისთვის გამოიყენა.

ჰუგო სუისა ამ პროექტით ხაზს უსვამს უცნაურ მსგავსებას ცნობილ ღირსშესანიშნაობებსა და სამედიცინო შპრიცებს შორის. სურათების მიზანია, ხალხს შეახსენოს, რომ ჩვენ შეგვიძლია COVID-19 გადავლახოთ, „თუ ყველა მზადაა ვაქცინაციისთვის“, – ამბობს სუისა.

ჰუგო სუისა პორტუგალიელი სამხატვრო ხელმძღვანელია, რომელიც ამჟამად გერმანიაში მოღვაწეობს. მისი ინსტაგრამ გვერდის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

მოამზადა ფატი გუგბერიძემ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ფერმერის სახალისო წამოწყება – თხების Zoom-შოუებით გამომუშავებული 50 ათასი ფუნტი სტერლინგი

გაზარდა თუ არა სამუშაო საათები დისტანციურად მუშაობამ?