in , ,

COVID-19, შესაძლოა, გულის უჯრედებს ანადგურებდეს – კვლევა

ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის კვლევის თანახმად, COVID-19, შესაძლოა, გულს პირდაპირ უტევდეს.

მეცნიერებმა, კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების აუტოფსიის შედეგად, დაადგინეს, რომ ვირუსს გულის კუნთის უჯრედების დაინფიცირება შეუძლია. შედეგად კი, ეს გულის შეკუმშვის პრობლემებს იწვევს.

„პანდემიის დაწყებისას ჩვენ უკვე გვქონდა იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსს ჯანმრთელ ადამიანებში გულის უკმარისობის ან მისი დაზიანების გამოწვევა შეუძლია, რაც კარდიოლოგებისთვის შემაშფოთებელი აღმოჩნდა.“

კორი ლავინი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის კარდიოლოგი და იმუნოლოგი

ამ აღმოჩენით დადგინდა, რომ კორონავირუსი გულის უჯრედებს აზიანებს და ეს არ არის ორგანიზმის იმუნური რეაქციით გამოწვეული.

ამ პრობლემის ამომწურავად გაგებისთვის ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი, თუმცა ეს კვლევა კორონავირუსის ორგანიზმზე ზემოქმედების უკეთ გაგების საკითხში წინ გადადგმული ნაბიჯია.

წყარო: futurism.com

ამავე თემაზე:


როგორ განვიკურნოთ Covid19-ით გამოწვეული „მასობრივი ტრავმისგან“?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

აჩო სვანიძე – „სხვა გზა არ არის“

საქართველოში აღმოჩენილი დედა-შვილი, რომლებიც გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს