გუანჩჟოუს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის კვალი ინფიცირებულების მიერ გამოყენებულ ნივთებზე 28 დღემდე რჩება. მეცნიერები იმ სასტუმროს ნომრებს დააკვირდნენ, რომელშიც 39 კოვიდინფიცირებული იმყოფებოდა.
რაც შეეხება უშუალოდ კვლევის მონაცემებს: აბაზანაში და პირსაბანზე ვირუსი 4 კვირის განმავლობაში აღმოაჩინეს, უნიტაზის ზედაპირზე კი – COVID-19 ორი კვირა დარჩა. საშუალოდ, ინფექცია სხვადასხვა მოხმარების საგანზე 5 დღის განმავლობაში რჩებოდა.
ჟურნალ International Journal of Infectious Diseases-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ინფექცია ყველაზე ხშირად ჭიქებზე, ტელეფონზე და მსგავს ხშირი მოხმარების საგნებზე რჩება.
Loading…