in ,

Raffles Milano მოდისა და დიზაინის მიმართულებით სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს

მოდისა და დიზაინის ინსტიტუტი Raffles Milano საერთაშორისო სტუდენტებისთვის 30-40-50%-იან სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს. პროგრამაში მონაწილეობა სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია. 

​დაფინანსება სამაგისტრო მიმართულებით, შემდეგ ფაკულტეტებზე შეგიძლიათ მიიღოთ: მოდის დიზაინი და ბიზნესი, გრაფიკული დიზაინი და კომუნიკაცია, პროდუქტისა და ინტერიერის დიზაინი, ფოტოგრაფია.

​ინსტიტუტის განცხადებით, სტიპენდიანტები პორტფოლიოსა და სამოტივაციო წერილის მიხედვით შეირჩევიან. სააპლიკაციო ფორმის გადმოსაწერად უნდა ეწვიოთ ბმულს, რომლის შევსების შემდეგაც, ის შემდეგ მეილზე უნდა გააგზავნოთ: [email protected]

სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შემდეგი საბუთების წარდგენა დაგჭირდებათ:

– პორტფოლიო
– სამოტივაციო წერილი
– CV
– ბაკალავრიატის დიპლომი
– პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი

​აპლიკაციის გაგზავნის ბოლო თარიღი 30 ივნისია. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Auto Element-ის აპლიკაცია „დაშლილებში“ სიარულის სანაცვლოდ

#სტარტაპი „ალკომეტრი“, ანუ სვი ჭაჭა მეტრობით