„სხვა გზა არ არის“ – წარმატებული ადამიანები სხვადასხვა სფეროდან გვიყვებიან თავიანთი ცხოვრების ყველაზე რთული ეპიზოდის შესახებ, რომელიც წარმატებით გადალახეს და იმაზე უფრო ძლიერები და წარმატებულები გახდნენ, ვიდრე ამ რთულ ეპიზოდამდე იყვნენ. პროექტის მიზანია, მოტივაცია მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან კარიერაში რთულ პერიოდს.
დღეს განსაკუთრებული მთხრობელი გვყავს. მისი ისტორია ერთი ამოსუნთქვით იკითხება, გინდა რომ არასდროს დამთავრდეს, რადგან თითოეული ფრაზა შთაგაგონებს და საკუთარ შესაძლებლობებში გარწმუნებს. ხვდები, რომ ყველაფერი შესაძლებელია და თუ დღემდე ფიქრობდი, რომ რაიმე ხელს გიშლიდა, ეს მხოლოდ შენ იყავი.
მარიამ მღებრიშვილი აშშ-ში, კალიფორნიის სანტა ბარბარას უნივერსიტეტში სწავლობს და მუშაობს. ეს უკანასკნელი ფრაზა ძალიან მარტივად ჟღერს, თუმცა მის შესაქმნელად მას დიდი გზის გავლა დასჭირდა, მარიამმა საკუთარ შესაძლებლობებს ზღვარი არ დაუწესა და უბრალოდ იმოქმედა.
ტექსტი რამდენიმე თვის წინ, მის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა. როდესაც მარიამს პროექტში მონაწილეობა ვთხოვეთ, საკუთარი ფეისბუქ-სტატუსი გაგვიზიარა, რადგან ყველაზე კარგად ჩვენს დღევანდელ გმირს, სწორედ აღნიშნული ტექსტი გაგაცნობთ.
ბევრს აღარ მოგაცდენთ. წინ ძალიან საინტერესო ამბავი გელოდებათ.
მარიამ მღებრიშვილი: ახლა ჩემ ამბებს მოგიყვებით ჯერ მოკლე ვერსიით და მერე ვრცელი ვერსიით. ვრცელი ვერსია სიტყვას ამართლებს და ჭეშმარიტად ვრცელია. ეჭვი მეპარება ვინმეს გაინტერესებდეთ და უფრო ჩემთვის დავწერე, რომ სულ მახსოვდეს ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი. ამიტომ, შეგიძლიათ მოკლე ვერსია წაიკითხოთ, დამგულოთ და გააგრძელოთ სქროლვა. ვრცელ ვერსიას ვინც წაიკითხავთ, buckle up my friends, მოგიყვებით რას ვაკეთებდი ბოლო ერთი წელი. მოკლე ვერსია: ჯერ დიდად არ მინდოდა ამ ამბების გაოფიციალურება, ერთი მხრივ იმიტომ, რომ მეც მიჭირს დაჯერება, მეორე მხრივ კიდევ კორონას გადამკიდე ჩემთვის არც არავის სცხელა და მომავალიც ერთმნიშვნელოვნად ძალიან ბუნდოვანია. თუმცა, ბოლო დღეების დაკვირვებამ აჩვენა, რომ თითქმის ყველას ან დედაჩემი გყავთ ფბზე, ან ბებიაჩემი, ანაც Nutsa Batiashvili. შეიძლება სამივე ერთად. ჰოდა, რადგან საიდუმლოს ფარდა ახადეს, ჩემ ფრენდლისტში დარჩენილ სამ ადამიანს აღარ დაგჩაგრავთ და გაცნობებთ, რომ 8 უნივერსიტეტიდან მომივიდა თანხმობა, მათ შორის სამაგისტრო პროგრამაზე Columbia University-დან (whaaat?!), M.A/PhD პროგრამებზე University of California Santa Barbara და State University of New York Albany-დან – ორივე სრულად დაფინანსებული, ორივე ყოველთვიური სტიპენდიით 5 წლის განმავლობაში. კიდევ 5 მაქვს (ზოგი სრული,ზოგიც ნაწილობრივი დაფინანსებებით), მაგრამ ასე ჩამოწერილი სია რაღაც ნამეტანი ტრაბახობად გამოდიოდა და თუ ინტერესით კვდებით (დარწმუნებული ვარ ასეა), შემიძლია ისე გითხრათ. ვრცელი ვერსია: არ ვიცი საიდან უნდა დავიწყო. ბოლო დროს ხშირად მეუბნებიან როგორ გაგიმართლაო და ალბათ მანდედან დავიწყებ. კი, გამიმართლა – მეტი რომ არ შეიძლება ისე. მაგრამ თან არ მინდა ვინმეს გეგონოთ რომ კარგი რაღაცეები ადამიანებს მხოლოდ გამართლებით ემართებათ. ახლა არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს წარმატებული მისია გავუშვი მარსისკენ და ახლა გმოძღვრავთ, მაგრამ მე ჩემ ისტორიას მოგიყვებით, რომელიც ვიღაცითვის უმნიშნველო, ჩემვის კი ძალიან მნიშვნელოვანია და რა ვიცი, ეგებ ვინმეს გამოგადგეთ. 2018 წლის ბოლოსკენ ცოტა მოწყენილი ვიყავი. ცოტა არა, ძალიან. არ ვიცოდი რა მინდოდა, გამოცარიელებული ვიყავი, არც რამე მისია მქონდა და ყველაფერი გარშემო თავს მაბეზრებდა. მერე ბრეიქი ავიღე, ცხოვრებაზე დავფიქრდი და გადავწყვიტე, ყველა გზა ამერიკისკენ მიდიოდა.
განათლების გაგრძელების დროც იყო და გარემოს შეცვლისაც. ამერიკის მიმართ ჩემი სიყვარული კი მოგეხსენებათ ყველას. 30 დეკემბერს დღიურში ჩავწერე, წელს კი რაღაც აპლიკაციებს ვგზავნიდი ევროპაში, მარა მეც ხომ კარგად ვიცი რომ არ მინდა წასვლა, მეთქი? უბრალოდ ყველა მეუბნებოდა ამერიკა შორიაო, ამერიკა რთულიაო, არადა ღმერთმანი, ამერიკაში მინდოდა. ჰოდა, მოკლედ, 2019 წელს ყველაფერს გავაკეთებ (“will go above and beyond” – ციტირება თუ გინდათ), ოღონდაც ეგ ამბავი გამომივიდეს იმიტომ, რომ ახლა ვიცი ეგაა ჩემი შემდგომი ნაბიჯი და თან ჩემ თავსაც უნდა დავუმტკიცო, რომ ჩემი ბედი ჩემ ხელშია და თუ რამე მომინდება, აუცილებლად დავიმართებ, მეთქი. არ იყო ეს ამბავი ადვილი მისია. ერთი მხრივ დაფინანსება მინდოდა მიმეღო და კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი, ვინმეს ეხადა ჩემი სწავლის ათი ათასობით დოლარები. ეგ იყო მთავარი არსი, მე უნდა გამეკეთებინა, ჩემით, ყველას დახმარების გარეშე. დასამტკიცებელი მქონდა ჩემი თავისთვის – დრაივი დასაბრუნებელი. არადა, თან ჯიპიეი მქონდა 3.16 – ნორმალური ჯიპიეია, მაგრამ ნორმალური ჯიპიეი სრულ დაფინანსებას არ მოგცემს, მითუმეტეს იმ უნივერსიტეტებში რომლებზეც მე მეჭირა თვალი, მითუმეტეს მაშინ როცა სრული დაფინანსებები დიდი იშვიათობაა აშშ-ში. ამიტომ გადავწყვიტე ეს ჩემი ნაკლი სხვა რაღაცეებით შემევსო – კარგი ხარისხის ნაშრომი გამეგზავნა, მაღალი ქულები მიმეღო GRE-ში და კარგი სამოტივაციოები დამეწერა. სამივე ამ პუნქტს სჭირდებოდა, რომ კარგად წერა მცოდნოდა ინგლისურად, არადა, მაგ მომენტამდე აკადემიური ინგლისურით არაფერი მქონდა დაწერილი და ჰა, ჰა იუთუბის კომენტარებში ვუჭახუნებდი კლავიატურას.
მეც ავდექი და დავიწყე ინგლისურენოვანი ლიტერატურის კითხვა – ვიწერდი ყველა სიტყვას, რომელიც არ ვიცოდი; ვიწერდი წინადადებებს, რომლებიც ლამაზად ჟღერდა; ვხაზავდი ყველანაირ კავშირებს და გადასვლებს, რომლებიც მომწონდა. მერე მე თვითონ ვწერდი, ფრილენსად ვუწერდი თემებს იმ უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებში სწავლაც მინდოდა. თან ფულს ვაგროვებდი, აბა აპლიკაციების ფულს ვინმეს ხომ არ გამოვართმევდი? გაზაფხულზე full-time სამსახური დავიწყე მთავრობის ადმინისტრაციაში, ამიტომ აღარ იყო მეცადინეობა ადვილი. არადა, უკვე მიწევდა GRE-სთვის დამეწყო მეცადინეობა (ამერიკული სამაგისტრო უნარებია, ერთგვარი). ჰოდა, მეც რა მექნა, როცა სამსახურის მერე ჩემი ოთახი იცლებოდა, მე ვრჩებოდი და მეცადინეობას ვიწყებდი. დღეში 30 სიტყვას ვსწავლობდი და 200-ს ვიმეორებდი, პარალელურად საბაკალავროს ვთარგმნიდი – პრაქტიკულად თავიდან ვწერდი, აღარ მომწონდა და ყველა სიტყვას და წინადადებას ჩავკირკიტებდი. მერე მივდიოდი და Guga-ს და Tatuli-ს ვნახულობდი (ისინიც იგივე მისიით იყვნენ, Project USA), გუგა მათემატიკას გვიხსნიდა და დავალებებს გვაძლევდა, ჩვენ გუგას ვაძალებდით რომ მათემატიკის გარდა ვერბალურიც ემეცადინა და ასე შევიკარით the A team. მეცადინეობასთან და სამსახურთან ერთად ფრილენსად ვმუშაობდი, რაღაცეებს ვთარგმნიდი, რაღაცებს ვწერდი, ფულს მთლიანად ვინახავდი, რომ ტესტირებებისთვის და აპლიკაციებისთვის არაფერი დამნანებოდა და არც ვინმესთვის გამომერთმია (ასე 1600 დოლარი ჯდება აპლიკაციების პროცესი, ვინმეს თუ გაინტერესებთ). გამოცდა რომ მოახლოვდა, ასეთი იყო ჩემი გრაფიკი: ჯერ ხომ ვმუშაობდი, მერე ფრილენსად ვმუშაობდი, მერე დაახლოებით 5 საათს ვუთმობდი მეცადინეობას – დღეში 2 ესეს ვწერდი, ვერბალური, მათემატიკა და სიტყვები. სამსახურიდან 11-სკენ გავდიოდი და სახლში როცა მივიდოდი, ისეთი დაღლილი რომ ჭამის დროს ღეჭვა მავიწყდებოდა, თათულის ვურეკავდი და საათნახევრიან ტესტს ვწერდით. ეს იმ მიზნით, რომ თუ გამოცდაზე გადავიღლებოდი, უკვე მაგისთვისაც მომზადებული იქნებოდა ჩემი ტვინი. მერე ვიძინებდი, ვიღვიძებდი და ისევ თავიდან. აქა-იქ სხვადასხვა კურსებიც მქონდა აღებული და კვირაში რამდენჯერმე იქ მივდიოდი. ასე გავიდა მთელი ზაფხული. მეგობრებს იშვიათად ვნახულობდი. შვებულება არ ამიღია, რეჟიმიდან რომ არ ამოვვარდნილიყავი. ოჯახურ ივენთზე კახეთში რომ წავედი 2 დღით, 300 სიტყვა მაინც გავიმეორე და გეომეტრიის ერთი თავიც გავიარე. ყველგან სიტყვებს ვიმეორებდი – კარში, ბარში, მანქანაში, ლიფტში, სამსახურის ეზოში, ბუფეტში. ჯამში, 3 თვეში, 1600 ახალი სიტყვა ვისწავლე.
შეპყრობილი ვიყავი იმ იდეით, რომ ყველაფერი უნდა გამომსვლოდა. მთლად ამერიკაშიც არ იყო საქმე – მარათონზე ვიყავი, რაღაცას ვამტკიცებდი. საქმე იმ იდეაში იყო, რომ თუ გამომივიდოდა, აწი მეცოდინებოდა, ჩემთვის შეუძლებელი არაფერია. თუ არ გამომივიდოდა, მერე არ ვიცი, მაგაზე არ ვფიქრობდი. თავიდან ფულბრაითზე შევიტანე აპლიკაცია. სადღაც თვენახევარი დავყურებდი, ლამის იდეალურამდე მივიყვანე ჩემი ესეები. თქვენ არ იცით რამდენჯერ გადავწერე, რამდენი ნიუანსი ჩავაქსოვე, შემიძლია ზეპირად მოგიყვეთ, იმდენჯერ მაქვს წაკითხული. გავგზავნე ეს ჩემი იდეალური აპლიკაცია და რა მოხდა? გასაუბრებაზეც არ დამიბარეს. კი არ მეწყინა, მეტკინა. ჩემ მეგობარს ვეუბნებოდი, რაღაც მტკივა შიგნით, მეთქი. წარმოიდგინეთ, მთელ შენს ცხოვრებას რომ ერთი რაღაცის გარშემო ატრიალებ და პირველივე ცდაზე კისერს იტეხავ. რა მექნა, ერთი ორი დღე რომანტიულ კომედიებს ვუყურებდი, სიტყვების სწავლისგანაც გავითავისუფლე თავი (now you know its serious). მერე ეს ჩემი დაწუნებული ესეები ოთახში გამოვიკარი და გავაგრძელე გამოცდებისთვის მეცადინეობა. სექტემბერში ჯერ ეგ უარები მომივიდა, მერე ცხოვრების ყოველ ასპექტში არეულობა და გაურკვევლობა მქონდა – სამსახური, მეგობრები, ჯანმრთელობა. გრაფიკს რომ გიყვებოდით, ხომ გახსოვთ? ჰოდა, აი მაგ გრაფიკმა თავის კვალი დამატყო და თავბრუსხვევები დამეწყო, გულისრევებთან ერთად. ძალიან აშკარა იყო რომ უკვე burnout მქონდა, მაგრამ აგერ გამოცდა მქონდა დანიშნული 2 კვირაში და მეც ვიჯექი და ვმეცადინეობდი ისევ, ოღონდ თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მანამდე ერთი 10 შოთი ჭაჭა მქონდა დალეული :დ გამოცდის წინა დღეს ბრეიქდაუნი მქონდა, ყველაფერი დამავიწყდა, სუნთქვა მიჭირდა უკვე – მეც ავდექი, სალონში წავედი და წარბები გავიკეთე. ლამაზი წარბების მიუხედავად, შუა გამოცდაზეც დამატრუალა – მთელი ოთახი ჩემ გარშემო ტრიალებდა, მე უბედური კიდევ ვიჯექი 5 საათიან გამოცდაზე და თემას ვწერდი იმაზე, ლიდერი უტილიტარი უნდა იყოს თუ არა. ნიჩიო, არ ინერვიულოთ, ისეთ მდგომარეობაში მქონდა ამ ტესტების წერა გამოცდილი, არაფერში შემიშალა ხელი და გამოცდის ბოლოს კაი ქულები ამომიგდო, განსაკუთრებით ვერბალურში – 163/170-დან. უკეთესი კონტექსტისთვის, ჩემზე მაღალი ქულა 7%-ს ჰქონდა ჯიარის ისტორიაში. თითქოს ხო გგონია ბოლოში გავიდაო, არა? ახლა დაჯდება და დაისვენებსო. ნურასუკაცრავად, აქ დაიწყო ყველაფერი. ჯერ ხომ უნივერსიტეტების არჩევაა სტრესული, ყველაფერი უნდა გათვალო, ყველა ტოპ კლასი არ უნდა ამერიჩია- ჩემი ჯიპიეი მაინც თავისას იზამდა, თან პატარაც ვარ. მერე ღრმად მწამდა, ჩემი აპლიკაცია რომ არ მოესროლათ და სახელი ცნობოდათ, იმ უნივერსიტეტში ვინმესთვის მაინც უნდა მიმეწერა. ჰოდა, დავჯექი და ვწერდი მეილებს ლექტორებს – თან მანამდე მაგათ წიგნებს ვკითხულობდი, ვაკონსპექტებდი და გუგლ დოკში მათ პროფილებს ვადგენდი. რამდენად უნდა ჩამერთო მეილებში ხუმრობები, რა თემებით ჩანდნენ დაინტერესებულები, რა სიტყვების გამოყენება უყვადათ და სხვ. ძალიან სასაცილო პროფილებია, სადაც ჩავალ იმ ლექტორს აუცილებლად ვაჩვენებ :დდდ აი ერთ ლექტორზე ჩანაწერი, მაგალითად – Cool fella, first impression: clearly on our side but is not very decisive while showing it. Likes reason and facts. Hates obscurities and claims with no grounds. For some reason obsessed with the word “incentives”. ჰოდა, you bet your ass I used the word incentives in my email.
შედეგად, ყველა ლექტორმა მიპასუხა, თან საკმაოდ დიდი ტექსტებით. შედარებისთვის, ჩემმა ერთმა უცხოელმა მეგობარმა მხოლოდ 2 პასუხი მიიღო 15-დან. Moral of the story, be creepy. მერე სამოტივაციოების წერა – თითო უნივერსიტეტს ხშირად 2 ცალი უნდოდა. თან ყველა სხვადასხვა კითხვებს გისვამს, სულ უნდა მოარგო. ეგ რა არის, უნივერსიტეტის ფერებს ვარგებდი სივს და სამოტივაციოებს :დდ მე და ჩემი დობილი თათული მაგასაც ერთად ვაკეთებდით. ვწერდით, ვაჩვენებდით, ვწერდით, ვაჩვენებდით. ეხლა ვხუმრობთ ხოლმე, წამებში შემიძლია თათულის სახელით სამოტივაციოს დაწერა. მთელი მისი ბიოგრაფია მაქვს დაზუთხული. თან ჯიარის სიტყვებიც ერთად გვქონდა ნასწავლი (თათულიმაც უკარგესი ქულები მიიღო – the A team), წერაც ერთად ვისწავლეთ და უკეთ ვუგებდით სტილს. დედა, როგორ გამიგრძელდა ტექსტი, არადა რამდენი ნიუანსია კიდევ. კაი, აღარ მოგაწყენთ თავს. სადღაც დეკემბერში შვებულება ავიღე. აპლიკაციების უმეტესობა უკვე გაგზავნილი მქონდა და სუნთქვაც შემეძლო. 4 დღე ვერ ვიღვიძებდი. შიგადაშიგ გასაუბრებები მქონდა, დანარჩენი მხოლოდ სამსახური და ხანდახან, ჩვევის გამო, ისევ ჩემ სიტყვებს ვიმეორებდი. პირველი პასუხი თებერვალში მომივიდა. პირველივემ მითხრა, სრულად გაფინანსებთ და სტიპენდიას გაძლევთო. სამსახურის ეზოში ჩავედი და იმ სიმღერას მოვუსმინე, გადაღლილი ბრეიქებზე რომ ვუსმენდი ხოლმე. ვიცოდი, მოვიგე. კოლუმბიის პასუხი რომ მომივიდა ყბა ჩამომივარდა. თქვენ არ იცით რამდენმა ადამიანმა მითხრა, მანდ რაღათ გინდოდა, ხო იცი არ მიგიღებენო. ზოგადადაც, მთელი ამ თვეების განმავლობაში რამდენმა ადამიანმაც მითხრა, რათ გინდოდა მაგასთან შეჭიდება, დაიკიდე, ევროპაში წადიო, იმდენი დოლარი რომ მოეცა ვინმეს, ეხლა წასასვლელი ბილეთიც უფასო მექნებოდა. მოკლედ, აი იმ ორ ადამიანს, ვინც ამ ტექსტს ახლა კიდევ კითხულობთ, ჯერ ერთი, აშკარად კარანტინის გამო ბევრი არაფერი საქმე გაქვთ. მეორე, როცა ვინმეს უმართლებს, როცა აი ის მიღების წერილი მოსდის, როცა რამეს იგებს, როცა აწინაურებენ ან რამე წარმატებას აღწევს. კი, იმ მომენტში უმართლებს, იმ მომენტში ვარსკვლავები მის სასარგებლოდ ეწყობიან. თუმცა, ეგ აისბერგის თავია – მაგ ერთი გამართლების ქვეშ ყოველთვის დაუღალავი შრომა, შეუდრეკელი რწმენა და მუდმივი სწრაფვაა თავიანთი ოცნებებისკენ. თუ შენც იშრომებ, ირწმუნებ და ისწრფებ, თუ vision გექნება, ერთხელაც შენც გაგიმართლებს. შანსი არაა არ გაგიმართლოს, მათემატიკაა უბრალოდ. დამიჯერეთ, კარგად მასწავლა გუგამ ალბათობის თეორია. ჰოდა ეგ ერთი გამართლება მერე 100 ფეილს გადაწონის. მერე ყველას ეგ ერთი გამართლება გაახსენდება და 100 ფეილი, შენი გათენებული ღამეები და აუღებელი შვებულებები არ ეცოდინება. ამ სამი რამის გარდა, ახლა გეტყვით მართლა რაში გამიმართლა.
1. იმაში, რომ ეს სამი ადამიანი დაუზარებლად და დაუწუწუნებლად აგზავნიდა ჩემს შერჩეულ უნივერსიტეტებში რეკომენდაციებს, Nikoloz Aleksidze, Levan Ramishvilii და განსაკუთრებით Nutsa Batiashvili, რომელიც ჩემი საბაკალავროს ზედამხედველი და ჩემი მენტორია. 2. დედასა და მამაში, რომლებიც დაქანცულს კარტოფილს მიწვამდნენ, წლების განმავლობაში ყველაფერში მხარს მიჭერდნენ და რომლებსაც ალბათ ლუზერიც ვეყვარებოდი; ასევე Sofio Mgebrishvili-ში, რომელიც როგორღაც ყოველთვის პოულობს ზუსტ სიტყვებს იმისთვის, რომ რწმენადაკარგულს რწმენა დამიბრუნოს; 3. პოლ მაკარტნიში, რომ ოდესღაც let it be დაწერა; 4. თათულისა და გუგაში 5. ასევე მადლობა Education USA-სა და Dalia Homeriki-ს, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში დაუზარლად მარიგებდა ჭკუას და ჩემს ზედმეტ ემოციურობას იტანდა. რაც შემეხება მე. მე ჯერ ზუსტად არ ვიცი სად წავალ, ან წავალ თუ არა – ისე, ალბათ კალიფორნიაში. არ ვიცი ცხოვრების შემდეგი ეტაპები რას მიქადის, მაგრამ ეს ეტაპი, რომლის დახურვასაც ამ პოსტით ვცდილობ, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემს ცხოვრებაში. წლევანდელმა წელმა უდიდესი გაკვეთილი მასწავლა, რომელიც ალბათ ჩემს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომელიც თითქოს ყველამ ვიცით, მაგრამ არ ვიყენებთ.
თუ ადამიანს რამე გინდა, არ არსებობს არ გამოგივიდეს. გამორიცხულია. თუ არ გამოგდის, ესეიგი საკმარისად არ გინდა.
The only thing standing between you and your goal is the bullshit story you keep telling yourself as to why you can’t achieve it.
Loading…